"ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის" - კასანომ ჰოლანზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავის, ერლინ ჰოლანის შესახებ ისაუბრა.

"რეალისა" და "რომას" ყოფილი ფორვარდის თქმით, ჰოლანმა საკუთარი თამაშის სტილი უნდა შეცვალოს.

"ის არის იბრაჰიმოვიჩი ადრიანოს სისწრაფით, თუმცა შვედი მასზე ტექნიკური იყო. განსხვავება ლევანდოვსკის, ბენზემასა და ჰოლანს შორის? ვეტერანებმა იციან, როგორ ითამაშონ ფეხბურთი, ნორვეგიელს კი ამის ცოდნა არ აქვს.

ხშირად გვინახავს, თუ როგორ უმკლავდებიან მეტოქე გუნდის ცენტრალური მცველები ერლინს, მან რაღაც უნდა შეცვალოს", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ერლინმა "სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 36 მატჩი გამართა, თავი
კი 30 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია, ლეაუზე ბევრად უკეთესია" - რა განაცხადა კასანომ?

altკასანომ მისი აზრით, სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

altკასანო: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩემი აზრით სიტი და პსჟ, ორივე არის ცენტრ ფორვარდისთვის იდეალური კლუბი. ორივე კლუბი უამრავ საგოლე მომენტებს ქმნიან კარგ ცენტრალური ზონითა და სწრაფი გარემარბების მეშვეობით. ასე რომ ჰოლანი კი არის მაგარი ფეხბურთელი მარა კლუბიც სწორად აქვს შერჩეული. (აბა ლაიქი/დისლაიქით დამიდასტურეთ თქვენი აზრი.)
გივი
18:02 08-04-2024
1
სამაგიეროდ გოლების გატანა იცის, ანტონიო..
ალექს
15:17 08-04-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული