"ბოლო 48 საათში რაღაცები შეიცვალა" - დე ლაურენტისმა კონტე მაინც დაითანხმა?

AutoSharing Option
გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონში "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს "პარტენოპეის", თუმცა, წამყვანი იტალიური გამოცემების ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ყველაზე მეტად ანტონიო კონტესთან თანამშრომლობა სურს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, თავდაპირველად კონტე "პარტენოპეის" შეთავაზებას არც განიხილავდა და ამ კლუბში გადასვლის შანსს მხოლოდ 10%-ით აფასებდა, ახლა კი ეს ციფრი 50%-ამდე გაიზარდა.

"კონტესა და დე ლაურენტისს შორის ბოლო 48 საათში კონტაქტი რამდენჯერმე შედგა. ანტონიო "ნაპოლის" ჩაბარებას ნამდვილად განიხილავს. ასევე, დე ლაურენტისის სიაშია ვინჩენცო იტალიანო, თუმცა
ეს იმ შემთხვევაში, თუ კონტე "პარტენოპეის" არ გაწვრთნის.

იანვარში კონტე "ნაპოლის" ჩაბარებაზე არც ფიქრობდა და ამ კლუბში გადასვლის შანსს 100-დან 10%-ით აფასებდა, ახლა კი ეს ციფრი 50%-ამდე გაიზარდა", - განაცხადა პედულამ Sportitalia Mercato-სთან ინტერვიუში.

alt"კონტემ "ნაპოლისთან" ხელშეკრულება გააფორმა" - იტალიელი ჟურნალისტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

altდიდი ალბათობით, "ბაიერნს" კონტე ჩაიბარებს

alt"იცით, რომ "ტოტენჰემში" მე-4 ადგილზე გასვლას ზეიმობენ?" - კონტემ "დეზებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოველ შემთხვევაში ნაპოლის სუსტ დაცვას რაღაცა ეშველება
giorgi 3
21:17 09-04-2024
0
როტომ მოსწონთ ეს ვირული ფეხბურთის მიმდევარი არ მესმის?! მხოლოდ იტალიის ჩემპინატზე შუძლია შედეგის დადება ჩ ლიგაზე მისი გუნდები ყოველტვის სუსტად გამოდიან ?
რობი
12:44 09-04-2024
4

სიახლეები პოპულარული