ამორიმი "ლივერპულის" ჩაბარებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ "ლივერპულს" რუბენ ამორიმი ჩაიბარებს. ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელმა "სქაუზერების" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

თუ "მერსისაიდელები" არჩევანს 39 წლის სპეციალისტზე გააკეთებენ, მაშინ ბრიტანელებს პორტუგალიელის "სპორტინგიდან" კონტრაქტის გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ მოუწევთ.

ცნობილია, რომ "ლივერპული" იულიან ნაგელსმანის, რობერტო დე ძერბის, პეპ ლაინდერსისა და ჩაბი ალონსოს კანდიდატურებსაც განიხილავს, თუმცა ამორიმი ამ მომენტისთვის მთავარი ფავორიტია.

მისი გაწვრთნილი "სპორტინგი" ამ დროისთვის პორტუგალიის ჩემპიონატს 71 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან "ბენფიკას" 4 ქულით
უსწრებს.

alt"ლივერპულს" ამორიმის გადასაბირებლად "სპორტინგისთვის" თანხის გადახდა მოუწევს

alt"ფული არ გვაქვს" - ამორიმიმ რონალდოს შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ის ფილმი მახსენდება.....შტანგა გოლი ქართულად და უცენზურო გახმოვანებული (გოლი ქვია რეალურად,მაგრამ რა აზრი აქვს)ჯოტია ცანავა რო შემოდის შეცვლაზე და გულშემატკივარი იტყვის : ეეეს ვინ ჩემი ყ..ააა!? .აი ესეთი აზრი გამიჩნდა
გელა
01:05 10-04-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული