"ბარსელონა" ბერნარდო სილვას სანაცვლოდ 58 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს

AutoSharing Option
"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" შემტევის, ბერნარდო სილვას შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონ ევროს შეადგენს და "ბლაუგრანა" აპირებს, რომ ამით ისარგებლოს.

გამოცემა ირწმუნება, რომ "ბარსელონაში" გადასვლის წინააღმდეგი არც ბერნარდო სილვაა. მეტიც, 29 წლის შემტევის ოჯახი ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს და ფეხბურთელმა "სიტის" ხელმძღვანელებს აცნობა, რომ ტრანსფერს ხელი არ შეუშალონ.

სილვას "ქალაქელების" დატოვება გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა, პეპ გვარდიოლას დაჟინებული მოთხოვნით, "სიტისთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

მიმდინარე სეზონში ბერნარდომ მანჩესტერული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე
ჯამში 27 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altბერნარდო სილვა "მანჩესტერ სიტის" არ დატოვებს

altბერნარდოს "ბარსელონაში" უნდა - კატალონიელებს სილვას შესაძენად ფეხბურთელების გაშვება მოუწევთ

alt"ბარსელონაში" გადასასვლელად ბერნარდო სილვა ხელფასის შემცირებაზე თანახმაა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბარსელონაას ფინანსური კრიზისი თუ აქ როგორ იხდის? თუ დაასრულა ეს კრიზისა და მოგებაზე გავიდა, მაშინ ჯერ ეგ დაწერეთ და მერე წერეთ ამ ტრანსფერებზე.
გოგა
17:29 09-04-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული