კოტდივუარელმა Snapchat-ზე უკრაინელის სიტყვები გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ თუ გამოიძახებენ, ომში წავიდოდა.
"შეწყვიტე მსახიობობა! მოხალისეს არ სჭირდება ვინმეს დარეკვა! წადი ახლავე უკრაინაში და იბრძოლე", - დაწერა ორიემ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვლის მერე, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, ზინჩენკომ დაახლოებით 1 მილიონი ფუნტი გაიღო, რათა თანამემამულეებს დახმარებოდა.
ფეხბურთელს ომში წასვლა სურდა, მაგრამ ოჯახის წევრების თხოვნის შემდეგ ეს გადაიფიქრა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა
"არსენალის" ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ BBC Newsnight-თან ინტერვიუში განაცხადა:
"ვფიქრობ, პასუხი ერთადერთი და ნათელია. მე ომში საბრძოლველად წავიდოდი! იქ ახლა ჩემი ბევრი ახლო მეგობარი იმყოფება. ძნელია იმის გაგება, რომ ახლახან ერთ სკოლაში ვსწავლობდით,ფეხბურთს ერთად ვთამაშობდით და ახლა მათ უნდა დაიცვან ჩვენი ქვეყანა.
არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც რუსებმა ჩვენ, ჩვენს ხალხს დაუშავეს და სწორედ ამას ვასწავლი ჩემს შვილებსაც, ისინი კი მათ შვილებს ასწავლიან. ეს მიუღებელია".
ზინჩენკომ, რომელიც ერთი პერიოდი რუსულ "უფაში" თამაშობდა, თავის ძველ თანაგუნდელებთან ურთიერთობის შესახებ თქვა:
"რუსეთის შეჭრის შემდეგ ძალიან ცოტამ მომწერა და გამომიგზავნა მესიჯები. მე მათ ვერ დავადანაშაულებ, რადგან ეს მათი ბრალი არ არის.
არ შემიძლია ვუთხრა მათ, ბიჭებო, გააკეთეთ საპროტესტო აქციები და ამოიღეთ ხმა, რადგან ვიცი, რომ ისინი შეიძლება ციხეში ჩასვან", - ამბობს უკრაინელი.
უინსტონ ჩერჩილი
ამას თუ არ გავითავისებთ, თუ სხვა ერების (ამორჩევით) მიმართ ფაშისტურ მიდგომას არ ამოვიღებთ ჩვენი აზროვნებიდან, სანამდე მოწინააღმდეგისადმი მიდგომას აგდებულად, ურა-პარიოტიზმის გარეშე არ გავითავისებთ, არაფერი გამოვა და ვივლით წრეზე.....
ეს ერი, ისე ერი, რასობრივი ლანძღვა და თან ევროპული იდეალებისაკენ სვლა?! :) ვისზე რითი ვართ უკეთესი, ერთმანეთი არ გვიხოცავს თუ ქართველებით არ გვივაჭრია ტყვეთა ბაზრებზე?!
რაც მონღოლებმა გადაუარეს და ვიზუალიც შეუცვალეს და გენეტიკაც, იმის მერე წავიდა მაგათი საქმე უკუღმა.
მონღოლებს კი, ჩინგიზ ყაენის მეტი, ჭკვიანი არავინ ჰყოლიათ და იმას კი რუსეთში ფეხი არ დაუდგამს, ცოტა ჭკვიანი გენეტიკა მაინც რომ გაემრავლებინა. :))
ისე რა საინტერესოა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველა ბანძი როგორ გულშემატკივრობს ღრუსეტს !