"ნაპოლის" უფასოდ შევთავაზე ფეხბურთელი, რომელიც დღეს მადრიდის "რეალში" თამაშობს" - იტალიელი სპორტული მენეჯერი

AutoSharing Option
იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა ჯუზეპე კანელამ Punto Nuovo Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ნაპოლის" "რეალის" მცველის, ფერლან მენდის შეძენა თავის დროზე სრულიად უფასოდ შესთავაზა.

"თავის დროზე კრისტიანო ჯუნტოლის უამრავ ფეხბურთელს ვთავაზობდით. მაგალითად, ფერლან მენდი. ფრანგი დღეს "რეალში" თამაშობს, ჩვენ კი "ნაპოლის" მისი შეძენა უფასოდ შევთავაზეთ. ასეთი მაგალითი კიდევ ბევრია, თუმცა ჩამოთვლას არ დავიწყებ", - განაცხადა კანელამ.

შეგახსენებთ, "რეალმა" მენდი "ლიონიდან" 2019 წელს, 53 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული