ოსიმენის გუშინდელმა საქციელმა "ნაპოლის" ქომაგები გააღიზიანა

AutoSharing Option
გუშინ, 14 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში, "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "პარტენოპეის" ფეხბურთელები გულშემატკივრებისკენ გაემართნენ და მათ ბოდიში მოუხადეს, ასევე გაისმა რამდენიმე შეძახილი აურელიო დე ლაურენტისის წინააღმდეგ.

DAZN-ის ჟურნალისტის, ფრანჩესკო ფონტანას ცნობით, ამ მოთამაშეებს შორის არ ყოფილა ვიქტორ ოსიმენი. ნიგერიელმა გასახდელში შესვლა არჩია და ქომაგებთან მისვლა არც კი უფიქრია.

როგორც ფონტანა აღნიშნავს, ამან "ნაპოლის" გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია.

შეგახსენებთ, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვიქტორ ოსიმენი "პარტენოპეის" დატოვებს. მისი გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს.

alt

"კვარას" საგოლე პასი და ოსიმენის გოლი - "ნაპოლი" კვლავ წინ გადის! [VIDEO]

alt"ნაპოლიმ" ოსიმენის შემცვლელი შეარჩია - "იუვე" ტრანსფერის წინააღმდეგია

altბიჭი, რომელმაც ოსიმენი და მბაპე გააჩერა და ევროპის ჩემპიონატზე ველით...

ასევე დაგაინტერესებთ