"ნაპოლიმ" ოსიმენის შემცვლელი შეარჩია - "იუვე" ტრანსფერის წინააღმდეგია

AutoSharing Option
უკვე გადაწყვეტილია, რომ ვიქტორ ოსიმენს პსჟ 130 მილიონ ევროდ გამოისყიდის. „ნაპოლი“ მის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი „იუვენტუსიდან“ „ფროზინონეში“ განათხოვრებული 20 წლის მატიას სულე მალვანოა (სიმაღლე 182 სმ), რომელსაც მარჯვენა გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში და თავდამსხმელადაც.

ნეაპოლურმა კლუბმა სულეში „იუვეს“ 40 მილიონი ევრო შესთავაზა, უარი მიიღო, მაგრამ დანებებას არ აპირებს, ტრანსფერის ჯუზეპე მანას მეშვეობით გაჩარხვას იმედოვნებს, რომელიც ტურინულ კლუბში მუშაობს და მალე „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი გახდება. იტალიური მედია ირწმუნება, რომ სულეს გაშვების წინააღმდეგი „ბებერი ქალბატონის“ დირექტორი კრისტიან ჯუნტოლია.

სულე
„იუვენტუსში“ 2020 წელს „ველეს სარსფილდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, „ფროზინონეში“ 29 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, „იუვესთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 25 მილიონი ევროა.

ადრე „ტუტოსპორტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არგენტინელის სამსახურით „საუთჰემპტონი“ დაინტერესდა, თუმცა ტურინელები 50 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევიან. თავად ფეხბურთელს კარიერის „იუვენტუსში“ გაგრძელება სურს.

სულემ ESPN-თან ინტერვიუში ნაკრებში ლეო მესისთან შეხვედრა გაიხსენა: „შეკრებაზე გვიან მივედი, ნომერში შევედი და მესი პირადად ჩემთან მოსასალმებლად შემოვიდა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ იმ ხელს, რომლითაც მესიმ ხელი ჩამომართვა, არასოდეს დავიბანდი. მასთან ბევრი არ მილაპარაკია, მაგრამ ჩემდამი დამოკიდებულებით დავინახე, რომ ძალიან კარგი ადამიანია“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიქაუტაძე იყიდოს ბარეორს თუ არ აჯობოს
Soso
20:55 11-04-2024
1
ლაურენტა სიმა-სიმა გამწარებულია, რომ ჩალის ფასად ვერ შოულობს ტრენერებს და ფეხბურთელებს. ეგრეა ცხოვრება, არ გაისვრი ფულს, გაგისვრიან ისტორიის სასაფლაოზე!
serxio
19:28 11-04-2024
5

სიახლეები პოპულარული