არტეტა: ყოველ სამ დღეში თამაში გვიწევს, ეს სიგიჟეა

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ "ასტონ ვილასთან" (0:2) მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, მის გუნდს ყოველ სამ დღეში თამაში აქვს, რაც სრული სიგიჟეა.

"არ ვიცი, ეს მარცხი ფსიქოლოგიურია თუ არა, თუმცა შეხედეთ კალენდარს, ყოველ სამ დღეში თამაში გვიწევს, ეს სიგიჟეა.

ხვალიდან მიუნხენის "ბაიერნთან" სათამაშოდ მოვემზადებით. დარწმუნებული ვარ, ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია", - განაცხადა არტეტამ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნისა" და "არსენალის" განმეორებითი მატჩი 17 აპრილს გაიმართება. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

alt"არსენალი" არტეტასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

altარტეტა:

ტუხელის დიდი გულშემატკივარი ვარ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე - "ბაიერნს" უნდა ვუფრთხილდეთ

altიცოდნენ, რომ არ დათანხმდებოდა, მაგრამ მაინც დაუკავშირდნენ - "ბარსელონამ" არტეტას დაყოლიება სცადა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ არის დოღლიგა! მანდედან 4 კლუბი არ უნდა გადიოდეს ჩემპიონთა ლიგაზე!
ლაშა
17:34 15-04-2024
5
Pepma ra tqvas tasic darchenili aqvs,amatma wuwunma xom damgala:)))ar ginda 3 dges 1xel tamashi midi autsaider gundshi!!!
L.J .
15:46 15-04-2024
1

სიახლეები პოპულარული