იტალიელის თქმით, "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ჯერჯერობით არ დაუკარგავს.
"სტაბილურად მატჩების მოგებას ვერ ვახერხებთ, გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. გასულ წელს, საუკეთესო ევროპული კლუბის კაპიტანი ვიყავი, წელს კი გაჭირვებული გუნდის კაპიტანი ვარ. მიმდინარე სეზონში არასტაბილურად გამოვიყურებით და არადამაჯერებლები ვართ. მეტოქე მშვენივრად ხდება, რომ თავის დაცვა სათანადოდ არ შეგვიძლია. ამ სიტუაციით კმაყოფილები არ ვართ.
რაც უფრო ხშირად ვ
მიუხედავად ყველაფრისა, დანებებას არ ვაპირებთ. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ჯერჯერობით არ დაგვიკარგავს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა დი ლორენცომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.
ეს მთელი "ნაპოლის" მარცხია - რა თქვა დი ლორენცომ "ბარსელონასთან" მატჩის წინ
დი ლორენცო: არავის არ აქვს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლება
"მიხარია კვარაცხელიას ასეთი თამაში" - დი ლორენცომ "უნიონთან" მატჩი შეაფასა