კაკას ყოფილმა ცოლმა ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე უცნაური განცხადება გააკეთა - რიკარდომ მას უპასუხა და ეს ურთულესი პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ყოფილი მეუღლის, კაროლინა სელიკოს განცხადებას უპასუხა.

მოგეხსენებათ, სელიკომ ვეტერან ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე ისაუბრა და საკმაოდ უცნაური განმარტებაც გააკეთა.

"კაკა არასდროს მიღალატებდა, ყოველთვის კარგად მექცეოდა, მშვენიერი ოჯახი მყავდა, მაგრამ მე არ ვიყავი ბედნიერი, რაღაც მაკლდა. პრობლემა ის არის, რომ ის ჩემთვის სრულყოფილი იყო", - თქვა სელიკომ. 

ამის შემდეგ Marca-მ ბრაზილიელის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც ყოფილ მეუღლესთან განშორებასა და შემდეგ შექმნილ რთულ პერიოდზე საუბრობს.

"2015 წელს მე დაქორწინებული ვიყავი და ჩემმა ცოლმა დაშორება გადაწყვიტა. მან მითხრა, მე არ
ვარ ბედნიერი და მგონია, რომ ეს შენთან ერთად ყოფნის ბრალიაო.

მე საზღვარგარეთ ვიყავი, ვცხოვრობდი აშშ-ში და მან ბრაზილიაში დაბრუნება მოისურვა. "მე ბრაზილიაში დაბრუნება და ცხოვრება და ასევე შენთან განქორწინება მსურს", - მითხრა მან.

შემდეგ მე წავიკითხე წიგნი სახელწოდებით Prova de Fogo, ეს წიგნი ძალიან მაგარია ყველასთვის, ვისაც ქორწინებაში პრობლემები აქვს.

ყველაფერი გავაკეთე, რომ დაშორება ამერიდებინა, იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ და ქრისტიანი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, ცოლთან დაშორება აირიდოს. ამიტომ ვთქვი მე, ბოლომდე ვიბრძოლებდი, რომ ქორწინება შემენარჩუნებინა.

მან დაიჟინა, რომ მეტი აღარ შეეძლო და ბრაზილიაში დაბრუნდა, ხელი მოაწერა განქორწინების დოკუმენტებს და ჩვენ 2015 წლის დეკემბერში დავშორდით. ჩვენი ისტორია აქ დასრულდა, 2 დიდებული შვილით, ლუკათი და იზაბელათი.

მე 1 წლის განმავლობაში მარტო ვიყავი, რომ ეს სიტუაცია გადამეხარშა. ვესაუბრებოდი პასტორებს, რადგან ბიბლია ამბობს, რომ არ უნდა განქორწინდე და მე განვქორწინდი.

მაგრამ მე მესმის, რომ თუ ქრისტიანი ხარ და ღმერთს ეძებ და ცხოვრების გაგრძელება გინდა, ეს მისაღებია. თუ შენს მეუღლეს აღარ უნდა, შენ შეგიძლია თქვა, ამინ, წადი. შენ არავის უნდა აიძულო შენთან დარჩენა", - ამბობს კაკა.

ინფორმაციისთვის, სელიკო კაკას ბავშვობის სიყვარულია და მასთან 2005 წელს იქორწინა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩვენშიც ასე არაა, გოგოებს ძველი ბიჭები, ნარკომანები და ხულიგნები უფრო ევასებათ, ვიდრე მორწმუნე და პატიოსანი ბიჭები და მერე რო გამოუწერენ ის ბლატნოი ბიჭები ჟაჟს ცხვიპირში, მერე კი ირტყამენ თავში ხელს, მარა მერე გვიანია.
ეეე
16:58 16-04-2024
1
ვა, რა ძმაა, ფეხბურთელი ხომ შთამბეჭდავი იყო და პიროვნებაც არანაკლები ყოფილა, არადა ბრაზილიაში ძნელია ასეთ აზრონებამდე მიხვიდე
ნიკა
19:33 16-04-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული