ის ბრაზილიის სერია D-ს რიო დე ჟანეიროს კლუბ "ამერიკაში" ჩაირიცხა. რომარიომ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თავის შვილთან, 30 წლის რომარინიოსთან ერთად სურს ასპარეზობა.
ყოფილ თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბში უთამაშია. 1994 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2009 წელს კი კარიერა დაასრულა.