თუ დე ლაურენტისი ამ სამ ფეხბურთელს შეიძენს, "ნაპოლის" კონტე ჩაიბარებს - Sky Sports-ი დეტალებზე წერს

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" ფრანჩესკო კალცონა აღარ გაწვრთნის. Sky Sports-ის ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს ანტონიო კონტესთან, სტეფანო პიოლისთან (მილანი) და ჯან პიერო გასპერინისთან (ატალანტა) აწარმოებს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ დე ლაურენტისს კონტეს დათანხმება სურს, მას დიდი თანხის დახარჯვა მოუწევს, გარდა პირადი კონტრაქტისა, ანტონიო სამი ფეხბურთელის შეძენას ითხოვს. გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს მაღალი დონის ცენტრალური მცველის, ასევე ტეუნ კოოპმეინერსთან (ატალანტა) და რომელუ ლუკაკუსთან (რომა) მუშაობა სურს.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა დე ლაურენტისი კონტეს ულტიმატუმს.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს
სატურნირო ცხრილში 49 ქულით მერვე ადგილს იკავებს.

alt"ვინ იქნება კონტეს "ნაპოლის" მთავარი ფეხბურთელი? ჩემს პასუხზე შეიძლება გაგეცინოთ..." - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

alt"ნაპოლი" ოსიმენის შემცვლელის გაფორმებასთან ახლოსაა - კონტეს ეს ფეხბურთელი არ მოსწონს

alt"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი

მკითხველის კომენტარები / 3 /
მეოთხე ბალოტელი
ტაჰამატა
22:55 21-04-2024
0
ლუკაკუ სად მოაგონდა კონტეს?
G.LA
21:35 21-04-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული