დებიუტში მასპინძელთა მეკარე ლუნინმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ორი შეცდომა დაუშვა და კრისტენსენმა სტუმრები დააწინაურა. თუმცა ვინისიუსმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 29-ე წუთზე ლუნინმა იამალის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან (ან კარს ხაზს შიგნიდან) გამოიტანა.
როგორც ვიდეოში ჩანს, "ბარსელონას" მსაჯმა აშკარა გატანილი გოლი არ ჩაუთვალა.
"რეალი" 81 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 26 აპრილს სან-სებასტიანში "სოსიედადთან" ჩაატარებს. "ბარსა" 70 ქულით მეორე ადგილზეა და 29 აპრილს "ვალენსიას" მიიღებს.
"რეალმა" საოცარ ელ კლასიკოში "ბარსას" სძლია და, ფაქტობრივად, ჩემპიონობა გაინაღდა [VIDEO]
"სამეფო გუნდია", შესაბამისად გვერდში დგომა სჭირდება.