კაპელო: რონალდო გენიოსი სულაც არ არის

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო შეადარა. "მილანისა" და "რეალის" ყოფილი თავკაცის თქმით, არგენტინელი პორტუგალიელზე უკეთესია.

"რონალდო გამორჩეული ფეხბურთელი და შესანიშნავი გოლეადორია, მან უამრავი რეკორდი დაამყარა, ასე ბევრი ტიტული მოიგო. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ მესის ჩამორჩება, კრიშტიანო არგენტინელის დონის არ არის. რონალდო დიადია, თუმცა არა გენიოსი", - განაცხადა კაპელომ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რონალდომ "ოქროს ბურთის" მოგება კარიერაში 5-ჯერ შეძლო, "ლა პულგამ" კი ეს 8-ჯერ მოახერხა.

altკაპელო: კვარაცხელია "ბარსელონასთვის" ნომერ პირველი საფრთხეა

altკაპელო: კვარაცხელია არ

მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

altკაპელო: ნაპოლის ახალ მწვრთნელს მხოლოდ ერთი მისია აქვს

მკითხველის კომენტარები / 8 /
ლე მესი, ნაღდად სხვა დონისაა, როგორც იტყვიან სხვა პლანეტიდანაა! მესისნაირი აღარც დაიბადებიან!
ასეა!
17:01 26-04-2024
12
როგორც ფეხბურთის რიგითი გულშემატკივარი ვეთანხმები. არიან ფენომენალური ნიჭის ფეხბურთელები: მესი, რონალდინიო, მარადონა, პელე, რონალდო ნაზარიო… ყველა შრომის მოყვარების სხვადასხვა დოზით, მაგრამ გენიალური ტალანტით. კრიატიანო რონალდო არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი, განსაკუთრებით მანჩესტერში მოთამაშე რონალდო მომწონდა, მაგრამ ნიჭით ჩამორჩება იმავე მესის და ბრაზილიელ რონალდოს. კიჭა და მესი ან თუნდაც იგივე რომარიო და რონალდინიო როგორც ატყუებენ მოკლე მანძილზე 2-3 ფეხბურთელს მაგას კრიატიანო ვერასდროს შეძლებს. უბრალოდ სისწრაფის ხარჯზე გაასწრებს. მაგრამ მაინც ძალიან დიდია
მართალია
16:49 26-04-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული