კაპელო: რონალდო გენიოსი სულაც არ არის

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო შეადარა. "მილანისა" და "რეალის" ყოფილი თავკაცის თქმით, არგენტინელი პორტუგალიელზე უკეთესია.

"რონალდო გამორჩეული ფეხბურთელი და შესანიშნავი გოლეადორია, მან უამრავი რეკორდი დაამყარა, ასე ბევრი ტიტული მოიგო. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ მესის ჩამორჩება, კრიშტიანო არგენტინელის დონის არ არის. რონალდო დიადია, თუმცა არა გენიოსი", - განაცხადა კაპელომ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რონალდომ "ოქროს ბურთის" მოგება კარიერაში 5-ჯერ შეძლო, "ლა პულგამ" კი ეს 8-ჯერ მოახერხა.

altკაპელო: კვარაცხელია "ბარსელონასთვის" ნომერ პირველი საფრთხეა

altკაპელო: კვარაცხელია არ

მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

altკაპელო: ნაპოლის ახალ მწვრთნელს მხოლოდ ერთი მისია აქვს

მკითხველის კომენტარები / 8 /
რითი ჩამორჩება? თავით თამაშში, დარტყმაში, სიმაღლეში თუ მასზე მეტი გოლი არ აქვს გატანილი. ბოლო 2 ოქროს ბურთი გვახსოვს რა უსამართლოდაც,მიიღო
კობა
28 აპრილი 2024 22:52
4
https://en.m.wikipedia.org/wiki/1986%E2%80%9387_SSC_Napoli_season

ხალხო ნაპოლის შემადგენლობას გადახედეთ პირველ საჩემპიონო სეზონში 1986-1987 წელს. მხოლოდ ჩირო ფერარაა ცნობილი გვარი, ეგეც 90-ებში გახდა ცნობილი რა ბოლო ბოლო მცველი იყო. მართლა მარტომ გახადა დიეგო ნაპოლი ჩემპიონი, თან ვუსთან კონკურენციაში, სუპერვარსკვლავების მილანთან და იუვენტუსთან.

მანამდრ 86 წელს მაოფლიო თასი დადო და ვინ ჰყავდა შემმადგენლობაში: გოიკოეჩეა, პასარელა და თვითონ. საშუალო დონის ვალდანო და ბურუჩაგა. აი ეს ბანდა გახადა მსოფლიოს ჩემპიონი. მეცინება როდესაც დღევანდელი თაობა კრისტიანო რონალდოს ან თუნდაც მესის აყენებს დიეგოს გვერდით. მესი კიდევ ახლოს არის, აი კრისწინკა მართლა უხერხულია და ფეზბურთის არ ცოდნაა დიეგოს შეადარო
მარადონა
27 აპრილი 2024 02:55
3
შენ პორტუს 2002 წელს რო გადახედო დეკუს გარდა არავის გვარი არ გეცნობა და ესეიგი დეკუ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია?
სიმენონი
30 მაისი 2024 19:39
0
ძალიან მიკვირს მესის რომ რონალდოზე გაცილებით წინ აყენებენ,საიდან,რატომ რა ლოგიკით?ყველაზე მეტი მატჩი და გოლი სანაკრებო ტურნირების ისტორიაში...რეალთან ერთად და პირადად მისი(და მსაჯების) დამსახურებით მოგებული 4 ლიგა.მესის სამი აქვს.საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.გაიხსენეთ მესი რომში და ლოვერპულში ჩასვრილი ბავშვივით იდგა და არაფრის შეცვლის თავი არ ქონდა.ასეთი რონალდო რთული გასახსენებელია ძალიან.გაიხსენეთ რონალდოს გოლი იუვესთან,მესიმ ასი წელი რომ ითამაშოს ასეთ ბურთს ვერ გაიტანს,უბრალოდ არ შეუძლია.ვიღაც იტყვის ეხლა მსოფლიო აქვს მოგებული მესისო
კი ბატონო,მაგრამ,გაიხსენეთ 5 პენალტი დადეს არგენტინის სასარგებლოდ,ასეთი რამ არასდროს მომხდარა.ბევრი საეჭვო გარემოება იყო ამ მსოფლიოზე...არიქა მესის სექტანტებო ჩამქოლეთ.მიდი სექტა...
Master
26 აპრილი 2024 18:31
27
შენ ფეხბურთი მარტო გოლების გატანა თუ გგონია, მაშინ მართლა არ გესმის თამაში და ვერც ზიდანის ან ბეკენბაუერის გენიალურობას დააფასებ. იცი რამდენი დიდი ფეზბურთელი იყო მართლა გოლების მანქანას რომ წარმოადგენდნენ, მაგრამ მაინც ვერ მიდიან სხვა გენიალური ფეხბურთელების დონემდე? აი მაგალითად ფერენც პუშკაში 50-იანებში და გერდ მიულერი 60-70-იანებში. 50-იანებში ყველაზე დიდი ფეხბურთელები დი სტეფანო და ალბათ გარინჩა იყვნენ. გერდ მიულერსაც ყველა შეხებაზე გოლი გაჰქონდა სხეულის ყველა წერტილით, კეფითაც კი, მაგრამ ბეკენბაუერის და კრუიფის დონედ არ ითვლებოდა, მიუხედავად იმის რომ ოქროს ბურთი ჰქონდა. ფეხბურთის სილამაზე მარტო გოლი არ არის, ეს არის ლამაზი დრიბლინგი, მაგარი პასები, მოედნის ხედვა და თამაშის სწორად გაშლა, შეტევისთვის მიმართულების დროული შეცვლა და სწორ მხარეს პასის გაყოლება, მოკლე პასებით შედეგიანი “სწენკების” გათამაშება და მეტოქის დაცვის კედლის გარღვევა, თავდაცვის დროს ზონების დროული გადაკეტვა და პარტნორების დაზღვევა… ძალიან ბევრი რამ არის რაც შემტევ ფეხბურთელს გენიალურ ფეხბურთელად აქცევს, მარტო გოლების რაოდენობა არა. ამიტოლ კრისტიანო რონალდოს ნუ გიკვირს როდესაც მესის და მარადონას დონეზე არ აყენებენ.

შენ მარადონას თამაშები თუ არ გინახავს, ჩანაწერებს მაინც უყურე. ფეხებს ამტვრევდნენ, ნადირობდნენ პირდაპირი მნიშვნელობით, წამოდგებოდა და მაინც გარბოდა. აი ლიდერი ეგ იყო თუ იყო.

მარადონას სიდიადეში რომ დარწმუნდე და იმაში კრისტიანო რომ ძალიან შორს არის მისგან, აი ამ ლინკს გადახედე ქვემოთ.
ნაპოლის საჩემპიონო სეზონია 86-87 წლების. შემადგენლობა წაიკითზე და მარადონას და თინეიჯერი ჩირო ფერარას გარდა ნაცნობ გვარს თუ ნახავ შემადგენლობაში, მოვალ და ხელს ჩამოგართმევ ))) ანუ რომ გაიაზრო რა გუნდი გახადა მარადონამ იტალიის ჩემპიონი, როცა იუვენტუსს პლატინი და სხვა სუპერვარსკვლავები ჰყავდა, მილანზე აღარაფერს ვამბობ თავისი ჰოლანდიელებით.

ამას დაუმატე 1986 წლის არგენტინა. 2 კაცი იყო სულ მსოფლიო დონის. მარადონა და მცველი პასარელა. დანარჩენები ვალდანო, ბურუჩაგა და სხვები მსოფლიო მასშტაბუთ საშუალო დონის ფეზბურთელები იყვნენ, სეზონში 9-10 გოლი გაჰქონდათ. აი ეგეთ “ბანდა” გუნდებში თამაშობდა დიეგო და სერია ა-ც დადო და მსოფლიო თასიც. ჩემთვის დიეგო მესიზეც დიდია და კრისტიანოს საერთოდ არც შევადარებ
Master-ს
27 აპრილი 2024 02:45
1
ძმა მემგონი რაღაც ფეხბურთს სხვანაირად უყურებ შენ და მსოფლიო. ბოლობოლო კიჭამ აღიარა მესი ყველა დროის საუკეთესოდ და რონალდუ კიჭამდეც ვერ მიდის. თუ ძან გაინტერესებს ფეხბურთის პირველ 5 გენიას გეტყვი:1.მესი 2.მარადონა 3.პელე 4.კრუიფი 5. რონალდო(კიჭა ნამდვილი რონალდო).

ეს ხუთეული ხელშეუხებელია და მემგონი ამ საუკუნეში ვერ შეეხებიან. არ მეგონა მესი თუ ასე იქნებოდა და ძირითად 4 გენიას აჯობებდა.

პ.ს. ბოლობოლო იმას გეტყვი რომ როდესაც მესი მოედანზეა ელოდები რაღაც საოცრებას. ხოლო რონალდოსგან არაფერს ელი. ჰა ჰა იქნიოს ფეხები აქეთ იქეთ დაჟე ზიდანი რომ პრაიმში იყო ისეტი საოცარი იყო რონალდო იმასთან მივა? ასე რომ რონალდოზე ცოტა ზედმეტი წარმოდგენები გაქვთ და დაოკდით.
master-s
26 აპრილი 2024 21:02
7
ლე მესი, ნაღდად სხვა დონისაა, როგორც იტყვიან სხვა პლანეტიდანაა! მესისნაირი აღარც დაიბადებიან!
ასეა!
26 აპრილი 2024 17:01
11
როგორც ფეხბურთის რიგითი გულშემატკივარი ვეთანხმები. არიან ფენომენალური ნიჭის ფეხბურთელები: მესი, რონალდინიო, მარადონა, პელე, რონალდო ნაზარიო… ყველა შრომის მოყვარების სხვადასხვა დოზით, მაგრამ გენიალური ტალანტით. კრიატიანო რონალდო არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი, განსაკუთრებით მანჩესტერში მოთამაშე რონალდო მომწონდა, მაგრამ ნიჭით ჩამორჩება იმავე მესის და ბრაზილიელ რონალდოს. კიჭა და მესი ან თუნდაც იგივე რომარიო და რონალდინიო როგორც ატყუებენ მოკლე მანძილზე 2-3 ფეხბურთელს მაგას კრიატიანო ვერასდროს შეძლებს. უბრალოდ სისწრაფის ხარჯზე გაასწრებს. მაგრამ მაინც ძალიან დიდია
მართალია
26 აპრილი 2024 16:49
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული