რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ნიჟნი ნოვგოროდი“ სახლში 2:3 დამარცხდა მოსკოვის „ლოკომოტივთან“. Матч ТВ-ზე ტელეკომენტატორი რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კორნეევი იყო, რომელმაც მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელები ნიკოლოზ ქუთათალაძე და კონსტანტინე მარადიშვილი პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებით მოიხსენია:
„ქუთათელაძემ მე-11 წუთზე მიირბინა, ... ,უხეიროდ დაარტყა ცაციათი. ის უკვე, ... , მკვდარი იყო! ის უკვე დაიღალა. გესმის? შეხედეთ მას - არ მესმის, ეს ბიჭი რას აკეთებს.
ისინი მარადიშვილით გაძლიერდნენ, ... ეს სასაცილოა, ...! ეს კუჩაევი, ... საერთოდ რა გაძლიერებაა.
მათთვის ყველაზე დიდი დანაკარგი ...
მოედნის ცენტრშია... შავი ბიჭუნა! დაიმტვრა ახლა. მაიგა!“
ქუთათელაძემ 65-ე წუთამდე ითამაშა, მარადიშვილს კი ტრავმის გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
თავისი შვილის დედის გინებით მოხსენიებაზე კომენტარი ფეხბურთელის მამამ, კობა მარადიშვილმა გააკეთა.
„ვინ აძლევს ფედერალურ არხზე ასეთ ხალხს მუშაობის უფლებას? რასაც ის ამბობს ჩემს შვილზე და „ნიჟნი ნოვგოროდის“ სხვა ფეხბურთელებზე, ეს ყველაფერი უცოდინრობაა. კორნეევზე არ ვბრაზდები. როგორი ფეხბურთელიც იყო, ისეთივე შეხედულებები აქვს. რატომ საუბრობენ და იყენებენ ასეთი ადამიანები უცენზურო სიტყვებს მთელ ქვეყანაში - ეს ტელევიზიის მიმართ კითხვაა“, - ციტირებს კობა მარადიშვილს Sport24.
მოგვიანებით კორნეევმა უცენზურო გამონათქვამების გამო ბოდიში მოიხადა.
არც ეს. ფაქტობრივად არც საზანოვი.
და არც ის დამავიწყდა ქარტული გვარი რო აქვს მგონი მოსკოვია დინამოდან არის :)
ქარტველი რო მოსკოვის დინამოში იქნება რაღაზეა საუბარი :)
არსებული ქართველური ენებიდან,ყველაზე ძველი,სვანური ენაა და სვანურში,გინების სიტყვები,საერთოდ არ ყოფილა.მერე და მერე,უამრავი დამპყრობლის ხელში,ჩვენც თანდათან გავირყვენით,მაგრამ ასეთი საშინელება,მხოლოდ ბოლო ხანებში შემოვიდა.რატომ ახლა?ალბათ იმიტომ,რომ დღეს ყველაზე მეტად ცდილობენ ჩვენს გარყვნას და გამოსდით კიდეც.
დედა არის შენი სიცოცხლის საწყისი,უწმინდესი ადამიანი და საკუთარ დედას მსგავს უბედურებას რომ აკადრებ,სხვას რისი იმედი უნდა ჰქონდეს შენგან?ან მან რატომ უნდა გცეს პატივი?საკუთარ თავს,შენ თვითონ თუ არ სცემ პატივს,არც სხვა გცემს.ნუ იკადრებ და არ გაკადრებენ.თუ გაკადრეს და შენც იკადრე,ესე იგი მიზანს მიაღწიეს და შენც მათნაირი გაგხადეს.სწორედ ამას გვემუქრება,ლგპტ მანიფესტი და ამ საიტზე,კორდენ დალასი.ლგპტ მანიფესტი,ქართულ ენაზეც იდო,ინტერნეტში,ალბათ კიდევ იქნება და წაიკითხე,რას გვპირდებიან.ის,დაახლოებით 40 წლის წინაა დაწერილი და დღეს უკვე რამდენს მიაღწიეს,იმასაც დააკვირდი.დარწმუნებული ვარ,ბევრ რამეს მიხვდები და გადააფასებ.
და მამარდაშვილი კარგი ფეხბურთელია.ტრამვა სერიოზული და გასაგებია.
მაგრამ კავკასიელი ხალხის შეგნება ჩემი აზრით ყველაზე მაღლა დგას.
ჩვენ გვიხარია რუსების ლანძღვა,მაგრამ იგივეს ამბობენ თურქები "ა მანა ქოი" ენაზე აკერიათ უკონტროლოდ-თვოთონ ცოტა ასაკიანი თურქების აზრით ჰაერზე იგინებიან,მაგრამ დიდი უზრდელობაა.
ეგეც დედის გინებას და იმათაც პირზე აკერიათ.
ასე რომ მარტო რუსები ნუ გამოგყავთ ბუები,სხვებიც ბუები არიან
და ნურც ევროპელს წარმოიდგენთ მაღალკულტურულ არისტოკრატიას,მინახია რა ღორებიც არიან ეგენი და თან რა თქმა უნდა სუყველა არა- კარგი და ცუდი ყველგანაა ბიძიკო და მართალი ილაპარაკეთ.
ქუჩაში იზრდება.მათი საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც.შედეგიც სახეზეა.