"სლოვანმა" თბილისური მატჩის სკანდალური ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვა

AutoSharing Option
სლოვაკური მედიის ცნობით, ლუქსემბურგის ნაკრების თავდამსხმელი ჟერსონ როდრიგესი, რომელიც თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩატარებულ ევრო 2024-ზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში თანაკლუბელ ჯაბა კანკავას ეჩხუბა, "სლოვანმა" გუნდიდან გაუშვა.

ბრატისლავურმა კლუბმა ჟერსონ როდრიგესს საიჯარო ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით გაუწყვიტა და კიევის "დინამოში" დააბრუნა.

"ჟერსონ როდრიგესთან საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტა დავასრულეთ. ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა. ის უდავოდ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ნიჭი დისციპლინის, პროფესიონალიზმის და ცხოვრების სათანადო წესის არქონისას წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის", - განაცხადა "სლოვანის" გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკ უმცროსმა.

ჟერსონ როდრიგესმა "სლოვანში" 8 მატჩში 5
გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს კიევს რად უნდა?
ჰაალანი!
04 მაისი 2024 20:36
0
kankavaze saxe aravis auxevia
dato
04 მაისი 2024 17:54
0
Ქართველი ძიუბა ხარ
mevludi-Ს
04 მაისი 2024 11:59
4
Კაპიტან კაცს,საკუთარ ქვეყანაში თანაგუნდელი სახეს რო აგახევს და მერე გამოხვალ და სხვას ჭკუას დაარიგებ კიდევ.
წამით წარმოიდგინეთ მსგავსი სიტუაცია მანუჩარ მაჩაიძეს ან ჩივაძეს შემთხვევაში.წარმოდგენაც კი შეუძლებელია!!!!!
Სლავა უკრაინე
04 მაისი 2024 08:48
27
ვინ ვის სად აახია სახე? ნამუს ჩკა? კამერების წინ და მოედანზე ყველა ბლატნოია. მერე რა მოხდა თუ იცი გასახდელში? და რატო ვეღარ ჩადიოდა ჯიგარი გუნდში? "სნაჩალა პადუმაი, პატომ გავარი"
რეზო
04 მაისი 2024 20:36
0
გარტყმაში არ ხარ
mevludi
04 მაისი 2024 10:23
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული