ნური შაჰინი შესაძლოა, "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი გახდეს

AutoSharing Option
ნური შაჰინმა შესაძლოა, "დორტმუნდი" ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

ვეტერანი ფეხბურთელი ახლა გერმანული კლუბის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, თუკი "დორტმუნდი" სეზონის ბოლოს ედინ ტერზიჩის გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს, შაჰინი მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, შაჰინთან მოლაპარაკებებს "ბეშიქთაში" აწარმოებს, თუმცა 35 წლის სპეციალისტს სეზონის ბოლომდე მოცდა და "დორტმუნდისგან" საბოლოო პასუხის მიღება სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული