მსოფლიო გრანდები "დორტმუნდის" 20 წლის ამომავალი ვარსკვლავის ხელში ჩაგდებას გეგმავენ

AutoSharing Option
Relevo-ს ცნობით, სამი მსოფლიო გრანდი "რეალი", "სიტი" და "ჩელსი" "დორტმუნდის" 20 წლის ვინგერ ჯეიმი ბაინო-გიტენსს აკვირდება.

ახალგაზრდა ინგლისელი შემტევის ტრანსფერი იმ შემთხვევაში გაცილებით გამარტივდება, თუ "ბორუსია" წელს ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.

მიმდინარე სეზონში ბაინო-გიტენსმა ყველა ტურნირზე "დორტმუნდის" ფორმა 34 შეხვედრაში მოირგო, სადაც 11 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული