85 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია იტყობინება.
მენოტის ხელმძღვანელობით, არგენტინის ნაკრები 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მენოტი თავდამსხმელი იყო. თამაშობდა "როსარიო სენტრალში", "რასინგში", "ბოკა ხუნიორსში", "ნიუ-იორკ ჯენერალზში", "სანტოსსა" და "ჟუვენტუდში"; სათავეში ედგა "ოლდ ბოიზს", "ურაკანს", არგენტინის ნაკრებს, "პენიაროლს", "ბოკა ხუნიორსს", "ატლეტიკოს", "რივერ პლეიტს", მექსიკის ნაკრებს, "ინდეპენდენტეს", "სამპდორიას", "როსარიო სენტრალს", "პუებლას" და "ესტუდინტესს".
1982/83-ის სეზონში "ბარსელონამ" მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის თასი, სუპერთასი და ლიგის თასი მოიგო.
1981 წელს მან განაცხადა, რომ თასების თასის
მფლობელი ევროპის უძლიერესი გუნდი თბილისის "დინამო" გახდებოდა.