"ეს სირცხვილია" - რა თქვა კალცონამ "უდინეზესთან" მატჩის შემდეგ?

AutoSharing Option
გუშინ, 6 მაისს, სერია A-ს 35-ე ტურში, "უდინეზემ" "ნაპოლის" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"პირველ ტაიმში ბურთით თამაში გაგვიჭირდა. მეორე ნახევარში უკეთესად გამოვიყურებოდით და მეტოქის ნახევარზე ბურთის გადატანას ვახერხებდით. სირცხვილია, უკვე სამი მატჩია გამარჯვებას ვერ ვახერხებთ. წელს ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ.

ჩვენს შემტევებს მეკარესთან ერთი-ერთზე სიტუაციებში გოლების გატანა უჭირთ.

მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით იმედგაცრუებული ვარ. ვალდებულები ვართ, რომ სეზონი გამარჯვებებით
დავასრულოთ", - განაცხადა კალცონამ.

"ნაპოლი" 51 ქულით მერვე ადგილზეა და 11 მაისს "ბოლონიას" უმასპინძლებს.

altხვიჩას გარეშე - "ნაპოლიმ" "უდინეზესთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
მსხვილად და წმინდად დაფქვილს,ერთნაირი ფასი დაადო,დე ლაურენტისმა და ამით,გუნდის მოტივაცია მოსპო.საბჭოთა კავშირი დაანგრია,მოტივაციის დაკარგვამ და ნაპოლის დანგრევა რა გასაკვირია?!
სოსო
10:31 07-05-2024
4
გუშინდელი ფრის შედეგად, დე ლაურენტისის უკანასკნელ ევროპულ ოცნებებს დაესვა წერტილი. მომავალ სეზონში ისედაც უმოტივაციოდ დარჩენილი და შეთხელებული ნაპოლი, კიდევ უფრო ღრმა ჭაობისთვისაა განწირული, შესაბამისად მოთამაშეები, რომლებსაც ამბიცია გააჩნიათ ევრო ტურნირებზე ასპარეზობის (მათ შორის კვარა), უკვე ახალ კლუბებს უნდა ეძებდნენ. ნაპოლი საძირკველიდან ასაწყობი გუნდია (მიზეზებს არ ჩამოვთვლი), თუმცა დღვანდელი მენეჯმენტისა და მიდგომების გათვალისწინებით, სათუოა რაიმე სასიკეთოდ შეიცვალოს. დასანანია...
pablo
12:24 07-05-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული