"აგენტმა უნდა უთხრას, რომ უმაღლეს დონეზე თამაში აღარ შეუძლია" - კარაგერმა კაზემირო მიწასთან გაასწორა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 36-ე ტურში "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა "მანკუნიანელების" ნახევარმცველი კაზემირო მკაცრად გააკრიტიკა.

"კაზემირო გამოცდილი ფეხბურთელია და უნდა გააცნობიეროს, რომ მაღალ დონეზე მხოლოდ სამი თამაში აქვს ჩასატარებელი, ორი მატჩი ჩემპიონატში, ერთი კი ინგლისის თასის ფინალში. ამის შემდეგ კარიერა საუდის არაბეთში ან MLS-ში უნდა გააგრძელოს.

სერიოზულად ვამბობ, მისმა აგენტმა უნდა უთხრას, რომ ეს საკმარისია და "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს.

ის ევროპაში წლების განმავლობაში დომინირებდა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო,
მის მიღწევებთან ახლოსაც კი არ ვარ, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ბრაზილიის ნაკრების უცვლელი წევრი იყო და "რეალის" ერთ-ერთი ლიდერი.

როცა კარიერას ვასრულებდი, ჩემს თავს ვუთხარი - დატოვე ფეხბურთი, სანამ ფეხბურთი თავად დაგტოვებს. ეს კაზემირომაც უნდა გაიაზროს", - განაცხადა კარაგერმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს კარაგერი, ძალიან უტაქტო ვირია!
გია
07 მაისი 2024 15:42
12
უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობო - გინებაა? ევროპელია, აბა აზიელივით სახეში გაუცინებს და ზურგს უკან კი არ გალანძღავს.სავეცკიე გრიზინი , კაკ ვი ეტა ლუბიწე:))
Silver xerxes
07 მაისი 2024 18:45
6
რომ აღარ შეუძლია იმიტომ წავიდა დოღლიგაში, მსგავსად ძოლასი და რავანელისა!
ლაშა
07 მაისი 2024 14:52
8
ინგლისელს რომ ჰკითხო,გარეთ როგორი ამინდიაო და გარეთ ცა იქცეოდეს,ის მაინც გიპასუხებს,ჩემი აზრით წვიმსო.მგონი გურამ ფანჯიკიძის დაწერილი უნდა მახსოვდეს.ეს წლების წინ მაქვს წაკითხული,ინგლისელების დასახასიათებლად.ეტყობა ისინიც ძალიან შეიცვალნენ.ასეთი უტაქტობა,ჩვენთანაც კი ყვირის და ინგლისელებისათვის რაღა იქნება.
სოსო
07 მაისი 2024 14:51
3
დარწმუნებული ვარ ჩემი IQ ჩენზე 80 პუნქტით მეტია:)შენი თავი არ გეცოდება და ამ ახალგაზრდებს რატომ მიათრევ აქოთებულ რუსეთის ლეშში? ნარკამანები, მეტადონშიკები და გაუნათლებლები ყველა ქართული ოცნების მხარდამჭერია.ძველმა კომუნისტებისდროინდელმა ვარავსკოი ბიძებმა იზრუნეს ახალგაზრდების მოწამვლაზე. თქვენმა თაობამ გააჩაღა სამოქალაქო ომი ,დაშალა ყველაფერი და რკინა-სპილენძად თურქეთში გაზიდა.Წავიდა თქვენი მატარებელი , აცადეთ ახალგაზრდებს!
Silver xerxes
08 მაისი 2024 13:00
1
იქაც შენისთანები,გაუნათლებლები და უზრდელები არცხვენდნენ საქართველოს და ახლა,ევროპაშიც არ აკლებენ,ქვეყნისათვის სახელის გატეხვას,ქურდობით და ნარკოტიკებით რომ ატარებენ მთელ დროს.საქართველოს მათ გვერდით ყოველთვის ჰყავდა და ახლაც ჰყავს,ისეთი ადამიანებიც,რომლებიც სახელს უხვეჭდნენ საქართველოს,მის მეცნიერებას და კულტურას.ყველა ერს ჰყავს ნაგავი,რომელიც არცხვენს მას,მაგრამ ერზე,მათ მიხედვით კი არა,მათი საუკეთესო შვილების მიღწევებით მსჯელობენ.ამათ გარდა,ყველა ერს ჰყავს საშუალო ფენა,რომელიც თავისი ყოველდღიური მძიმე შრომით მოიპოვებს პურს,თავისი არსობისა.ბევრი მაშინ რუსეთში მიდიოდა საშოვარზე,ბევრი დღეს,ევროპა ამერიკაშიცაა მოდებული.ჩასული არავის უყვარს.ასე იყო მაშინაც და ასეა დღესაც.არ არის აგრესია,დღეს საქართველოში შემოსული უამრავი ჩინელის,არაბის,ინდოელის,რუსის,აფრიკელის მიმართ?ქსენოფობია ჰქვია მაგას და უცხოეთში წასული ქართველებიც ხშირად გრძნობენ ამას.უცხო კულტურასთან შეხვედრა ხომ ყოველთვის საკმაოდ მტკივნეულია.უცხოა,არ ენდობი,რადგან არ იცნობ და შესაძლოა საშიში იყოს.საშიშობის შიში კი,აგრესიას იწვევს.
სოსო
08 მაისი 2024 12:14
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული