"ტიუკავინი "არსენალში" გადასვლის კანდიდატია" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ნიკოლაი პისარევმა მოსკოვის "დინამოს" თავდამსხმელის, კონსტანტინ ტიუკავინის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ახალგაზრდა ფორვარდს ლონდონის "არსენალში" თამაში შეუძლია.

"ტიუკავინი "არსენალში" გადასვლის კანდიდატია. მისი ხასიათი კარგად ვიცი და კონსტანტინი ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია, კარის ხაზთან გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებს და თავდამსხმელისთვის საჭირო გოლის გატანის ალღო აქვს", - განაცხადა ტიუკავინმა Match TV-სთან ინტერვიუში.

21 წლის ტიუკავინი მოსკოვის "დინამოს" აღზრდილია, მიმდინარე სეზონში ამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 35 მატჩი ჩაატარა, თავი კი 16 გატანილი გოლითა და 9 შედეგიანი პასით
გამოიჩინა. Transfermarkt-ის მიხედვით, ტიუკავინის ფასი 12 მილიონი ევროა. თავდამსხმელს მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულში ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ტულის არსენალზეა ალბათ საუბარი
შაკო
15 მაისი 2024 21:01
0
ეს ყველაფერი ხვიჩას დამსახურებაა და რუსებს თუ ნამუსი აქვთ კი არ უნდა იბლატაონ აი ჩვენც მივდივართ ევროპაშიო არამედ კვარაცხელიას ფაქტორი და უდიდესი დამსახურება ყოველთვის ხაზგასმით უნდა აღნიშნონ. მანამდე არავის არ აინტერესებდა რუსეთიდან ფეხბურთელები შანსი არ ქონდათ არავის არ ყიდულობდნენ. ხვიჩა, ვისი გაშვებაც არ უნდოდათ და რაც უფრო ადრე გაუშვებდნენ მით უფრო უკეთესი იქნებოდა მაგათთვის
x
07 მაისი 2024 18:22
12
ვის რაში ჭირდება აქ ტიუკავინი? არავის. ჩემი აზრით, რომ ქართველები ერთმანეთს დავერიოთ. ნუ მივცემთ, ხალხო,საბაბს აგვაგდონ. ვიმსჯელოთ ობიექტურად, შეურაცყოფის გარეშე.
გიორგი
07 მაისი 2024 17:08
4
ესპანეთის გარდა არავინ ყიდულობს რუსებს! მისი გზა მხოლოდ ტულის არსენალშია, პრემიერ ლიგაც არ ყიდულობს ფეხბურთელფს თოვლიანი ნიგერიიდან მითუმეტეს არსენალი. სადაც ზინჩენკო ტამაშობს
რობი
07 მაისი 2024 15:27
11
ფაქტია გოლების გატანა ეხერხება თან საკმაოდ ახალგაზრდაა, რა და როგორი კარიერა ექნება მომავალში გამოჩნდება.
M-33
07 მაისი 2024 13:39
13
ვეთანხმები კოლკას, ნამდვილად მოუხდება ტულის არსენალს!
llcl
07 მაისი 2024 13:18
12
Თორნიკე (რაᲭა)
07 მაისი 2024 14:25
4
შარშან,ლუკა გაგნიძის დევნაში,მისი თამაშის ყურებაც მიწევდა და მართლაც ნიჭიერი ბიჭია.ახლა რა დონეზე თამაშობს,ვერაფერს ვიტყვი,მით უფრო არსენალის დონეზე ასვლისას,მაგრამ თამაში,ნამდვილად შეუძლია.
სოსო
07 მაისი 2024 12:26
10
თუ ჩემი პოსტიდან ვერაფერი გაიგეთ,ეგ ჩემი პრობლემა არ არის.თავებს მიხედეთ.აი დავით 67 -ს რომ ეუბნებით,ფული ჩემიაო!კარგია,როცა ბევრი ფული გაქვს,მაგრამ როცა გშია,ფულს ვერ შეჭამ.პური უნდა შეჭამო!როცა პური ცოტაა,მაშინ არავინ მოგყიდის და შენი ფულის პატრონი,შიმშილით მოკვდები.შარშან,ერთი ტომარა ფქვილის,95 ლარად ყიდვა დამჭირდა,რუსეთიდან ფქვილის შემოტანა და რომ შეფერხდა.დღეს კი,55 ღირს.უკრაინა და რუსეთი,ხორბლის უდიდესი ექსპორტიორები არიან და მათ თუ შეაჩერეს გაყიდვა,მსოფლიო,შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.მეგონა,ამის ახსნა,არავისთვის დამჭირდებოდა.რამდენი წლის ხართ,აქ რომ შემოდიხართ და თან ასეთ ბავშვურ უმეცრებას ამჟღავნებთ.
სოსო
16 მაისი 2024 15:17
0
დავით 67-ს-ს! ჰოდა მაგაშია საქმე რატომ გადაიხადე ფული რუსულ პროდუქციაში ? შენ მართლა მოყვარულო. რატომ ამდიდრებ რუსეთს? შენი პასუხი ვიცი წინასწარ დაახლოებით : რასაც მინდა იმას ვიყიდი. ასევე ჩემი პასუხიც და ვფიქრობ სოსოსიც მარტივია. რასაც მინდა და როგორც მინდა იმას ვუყურებ. არავის ერთი ადგილის საქმე არაა ეგ .გაიგე?
დავით 67
08 მაისი 2024 06:34
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული