წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერის" სპორტული დირექტორის, მაქს ებერლის აზრით, იტალიელი მწვრთნელი "ბაიერნის" სტილს საკუთარ იდეებს იდეალურად მოარგებს.
გამოცემის ინფორმაციით, დე ძერბის რამდენიმე თვის წინ "ბრაიტონში" დარჩენა სურდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან აზრთა სხვადასხვაობის გამო გადაწყვეტილება შეცვალა.
შეგახსენებთ, "ბაიერნს" სეზონის ბოლოს თომას ტუხელი დატოვებს, მიუნხენური გრანდის ჩაბარებაზე კი უარი რალფ რანგნიკმა და ხულიენ ლოპეტეგიმ უკვე განაცხადეს.