"დე ლაურენტისი კლოპს დაუკავშირდა და "ნაპოლის" გაწვრთნა შესთავაზა - იტალიელი ჟურნალისტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ხელმძღვანელები მწვრთნელის შერჩევას აგრძელებენ. ზაფხულში გუნდს ამჟამინდელი დამრიგებელი ფრანჩესკო კალცონა დატოვებს. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ესპოზიტომ Areanapoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს დაუკავშირდა.

"აურელიო დე ლაურენტისი იურგენ კლოპს დაუკავშირდა და "ნაპოლის" გაწვრთნა შესთავაზა, კლოპი ერთი წლით სამწვრთნელო საქმიანობიდან დისტანცირებას აპირებს, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება", - განაცხადა ესპოზიტომ.

შეგახსენებთ, კლოპი სეზონის დასრულების შემდეგ "ლივერპულს" დატოვებს, გერმანელს კი, დიდი ალბათობით, "ფეიენოორდის" თავკაცი არნე სლოტი შეცვლის.

alt"დე ლაურენტისი

ჯუღელთან ყველანაირ დათმობაზე წავიდა" - Footmercato ქართველის გამოსასყიდ თანხას ასახელებს

altსულ ცოტაც და ყველაფერი გაოფიციალურდება - დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს 29 მაისს წარადგენს

altცნობილია იმ 5 ქართველი ტალანტის ვინაობა, რომლებსაც "ნაპოლი" აკვირდება - ჯუღელისა და დე ლაურენტისის შეხვედრა ბევრს გაარკვევს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხოო კიდევ....იმ შემთხვევაში დავთანხმდები დაუფიქრებლათო თუ გუნდში ორივე მეგავასკვლავი-კვარა და ასიმენი დარჩებაო...ასე შემოუთვლია იმ ნემეცს.
Jora-giorgi
14 მაისი 2024 15:02
0
ეს იტალიელი ჟ-ურნა-ლისტები (კაცები) ქალებს უჯოკრავენ ჭორიკანობაში
სიმართლე
14 მაისი 2024 10:01
0
ბოლოს ცხადაძე ანაც არველაძე შერჩება.
სსს
14 მაისი 2024 09:33
0
სიომინი დაპატიჟოს. 2 მილიონიც არ დაუჯდება და თან ქართველებს უყვართ)))
სანდრო
13 მაისი 2024 22:42
6
ეს იდიოტი ლაურენტისი ყოველთვის ასე იქცევა მწვრთნელებზეც და ფეხბურთელებზეც, გაქნილი აფერისტია და ესეთ სახელებს მხოლოდ იმიტო აბრეხვებს რო ნაპოლის გადარეულმა ფანებმა ბოიკოტი არ მოუწყონ ან არ გადაუდგნენ,,კლოპი აქ როგორ მოვა კაცი სამოთხეშია გრანდის მწვრთნელია და დავიღალეო იძახის თორე ლივერპულიც ეხვეწებოდა გერმანიის ნაკრებიც და სხვა ბევრი გრანდიც ინატრებს,,აფიორას უდგავს ყველას ლაურენტისი ვითომ ელაპარაკება კლოპს,კონტეს,პიოლის,შეილება გვარდიოლაზეც დააწერინოს მოსყიდულ ჟურნალისტებს და ამით მოლოდინს ქმნის გულშემატკივრებში ვითომ არ დაასუსტებს გუნდს და პირიქით აი ეძებს კაცი მაღალი დონის მწვრთნელს მაგრამ ბოლოს ყველა უარს ეტყვის (ვითომ)) და მოიყვანს საშუალო დონისას ვიღაცას 2 დან 3 მილიონამდე ხელფასით თავისი ბონუსებიანად და გულშემატკივრებს ეტყვის აი ხომ ხედავდით როგორ მწვრთნელებს ვეპატიჟებოდი თუმცა არ მოვიდნენ არავინ და უმწვრთნელოდ ხოარ დავტოვებდი გუნდსო, ასე გავა მორიგი სეზონიც როგორც ეს არაერთხელ ყოფილა კვარამდე და დაიწყება ახალი იმედებით ახალი სეზონი,მერე ისევ იგივე კარუსელი ლაურენტისისგან და ამასობაში გავა წლები,ასეთი იყო ნაპოლი და ასეთადაც დარჩება იმ ჯადოსნურ წლამდე როცა ისევ გამოჩნდება კვარასავით ან მარადონასავით ვიღაც და 20-30 წლის მერე ისევ მოიგებენ რაღაცას,,კვარა წადი მაგ გუნდიდან თუნდაც პსჟ-ში
gel-100
13 მაისი 2024 21:08
1
კლოპის შემოსავალი ლივერპულში (ხელფასი + რეკლამის ფული) არის 50 მილიონი ევრო. აურელიო რამდენს გადაუხდის?
https://www.liverpool.com/liverpool-fc-news/features/jurgen-klopp-earns-liverpool-germany-28522600
რეალობა
13 მაისი 2024 19:24
2
ლივერპული,როგორც ორგანიზაცია,იდეალთან მიახლოებული მოდელია და უნაკლოდ მუშაობს.ასევე გუნდიც,თითქმის იდეალურად არის აწყობილი და დალაგებული.იმ სამოთხეში დაღლილი კაცი,დე ლაურენტისის ჯოჯოხეთში წამოვა დასასვენებლად?!ამას,გიჟიც არ დაიჯერებს.
სოსო
13 მაისი 2024 16:23
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული