"2014 წლის 17 ივლისს, როდესაც ხელშეკრულება მადრიდის "რეალთან" გავაფორმე, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. დაიწყო კარიერის ახალი თავი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში. არასოდეს დამავიწყდება ეს პერიოდი, რომელიც წარმატებებით სავსე იყო. მინდა გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს დიდი მადლობა გადავუხადო.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერა დავასრულო. როგორც აქამდეც ვამბობდი, "რეალი" იყო, არის და იქნება ჩემი უკანასკნელი კლუბი. ყოველთვის მინდოდა, რომ კარიერა ფორმის პიკში დამესრულებინა.
შეგახსენებთ, 34 წლის ნახევარმცველი "რეალს" "ბაიერნიდან", 2014 წელს, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.