რომანოს ცნობით, მხარეებს ჯერჯერობით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა "კლარეტების" მწვრთნელს "რეკორდმაისტერის" ჩაბარება სურს.
მიუნხენელებს ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი სპეციალისტი დაუკავშირეს, მაგრამ საბოლოოდ ყველა მათგანმა "ბაიერნი" უარით გაისტუმრა.
კომპანის "ბარნლიმ" პრემიერლიგაში 24 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილი დაიკავა.