გროზნოს "ახმატის" პრეზიდენტად ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი, ახმატ კადიროვი დანიშნეს. მან მაგომედ დაუდოვი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობაზე 13 წელი მუშაობდა.
ახმატ კადიროვი აგრეთვე რეგიონის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრი გახდა. კლუბის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ახალი მინისტრის პირველი მოადგილე უმარ დაუდოვი იქნება, გენერალური დირექტორის პოსტი კი რამზან კადიროვის მეუღლის ძმამ, ახმედ აიდამიროვმა შეინარჩუნა.
მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ "ახმატის" საპატიო პრეზიდენტი იქნება და თავის მდიდარ გამოცდილებას სხვებს გაუზიარებს. მან ასევე რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა (თუ დაატოვებინეს).
"25 მაისს ქვეყნის
მორიგი ჩემპიონატი დასრულდება. ჩვენმა გუნდმა ორი ტურით ადრე თავისი ლოკალური ამოცანები გადაჭრა. ახალი ჩემპიონატის წინ მე გამოვედი მინისტრად ახმატ კადიროვის დანიშვნის წინადადებით. ის ახალგაზრდაა, ენერგიული, უყვარს და კარგად ერკვევა ფეხბურთში.
ვთვლი, რომ სწორი იქნება ახალგაზრდა, ამბიციურ ადამიანებს მიმართულება მივცეთ კლუბის ახალ ვექტორზე მომავალი წარმატებების, გამარჯვებებისა და მიღწევებისათვის. ჩემის მხრივ, ვრჩები რა კლუბის საპატიო პრეზიდენტად, რა თქმა უნდა, ვიქნები გვერდით და გავაგრძელებ ყველაფერ აუცილებელის გაკეთებას, რათა ჩვენი მშობლიური გუნდისათვის სასარგებლო ვიყო", - განაცხადა მაგომედ დაუდოვმა.
ჩეჩნეთში მაღალ თანამდებობებს რამზან კადიროვის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები იკავებენ.
ჩეჩნეთში მაღალ თანამდებობებს რამზან კადიროვის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები იკავებენ.
ვეღარ გავიგე სპორტული გვერდია თუ პოლიტიკის მიმოხილვის
ვენაცვალე ლელოს
სანქციების შაგეშინდა? DDD
გველოდება რა უკვე ასეა ფაქტობრივად.
ვინ დაგნიშნავს ტანამდებობაზე თუ ვეინმე არ გყავს იქ ზემოთ ან ტენდერს ვინ მოგაგებინებს