"ნაპოლის" მეკარის, ალექს მერეტის თქმით, ჯოვანი ფანებისგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა.
"ცუდი სეზონი ჩავატარეთ, "ლეჩესთან" გარისკვა ვერ მოვახერხეთ, რაც შედეგზე აისახა. მომენტების დასრულება გვიჭირს. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა შემდეგ სეზონში უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.
ფანების ობსტრუქცია დი ლორენცოზე? არ მომეწონა, ჯოვანი ამას არ იმსახურებდა. უმჯობესი იქნებოდა, თუ მთელ გუნდს დაგვისტვენდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საჩემპიონო გუნდის კაპიტანი იყო. ჯოვანი დიდებული
ჩემი მომავალი? აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. სპორტულ დირექტორსა და ჩემს აგენტს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ყველაფერი გადაწყდება", - განაცხადა მერეტმა.
შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.
"ნაპოლიმ" "ლეჩე" ვერ დაამარცხა - "პარტენოპეი" ევროტურნირების მიღმა დარჩა [VIDEO]
თვითონ მერეტი საშუალოზე დაბალი კლასის მეკარეა-რომელიც რთულ ბურთებს ვერ იღებს კი არადა არამედ საერთოდ "კარგავს" ხოლმე კარს და ერთი კუთხისკენ უფრო არის გადაწეული და კარის ნახევარზე მეტს დაუცველს ტოვებს-ამ სეზონში ბევრი ასეთი გოლი გაუშვა პოზიციის დაკარგვის გამო-ბოლო ასეთი გოლი ბალა ძოლამ გაუტანა წინა ტურში ფლორენციაში
შენც გასაგდები ხარ მაგ გუნდიდან ალექს