"ბარსელონაში" დარჩენა მსურდა, ორი ტიტული ურთულეს სიტუაციაში მოვიგეთ" - ხავიმ "სევილიასთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა

AutoSharing Option
ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონამ" "სევილია" 2:1 დაამარცხა და ხავი გამარჯვებით გააცილეს. გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონში "ბლაუგრანას" გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი დამრიგებელი ჰანსი ფლიკი გაწვრთნის.

ხავის თქმით, მას "ბარსელონაში" დარჩენა სურდა, თუმცა ხელმძღვანელობამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

"მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს მუშაობის აქ გაგრძელება გვსურდა. მიმაჩნია, რომ კარგად ვიმუშავეთ და გუნდი სწორი მიმართულებით მიგვყავდა, თუმცა ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხშირად ხდება.

ურთულეს სიტუაციაში ორი ტიტულის მოგება მოვახერხეთ. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებდი, განხილვის თემა ხდებოდა და დიდ ზეწოლას ვგრძნობდი. მშვიდად მუშაობის
საშუალება არ მეძლეოდა, სამწუხაროდ არაფრის შეცვლა შემიძლია", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, 44 წლის სპეციალისტმა "ბარსელონა" 2021 წელს ჩაიბარა და პირველივე სეზონში ლა ლიგის მოგება მოახერხა. ესპანელის ხელმძღვანელობით "ბლაუგრანა" 2023 წელს სუპერკოპას გამარჯვებულიც გახდა.

altხავიმ "ბარსელონასგან" კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა

alt"ლაპორტა ხავიზე გაბრაზებულია" - ფაბრიციო რომანო დეტალებზე საუბრობს და ესპანელი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელებს ასახელებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაიცა რაა, ჯერ ნერვები დაიმშვიდე, არ ეკადრება ბარსას ასეთი აგრესიული მწვრთნელი, რამ შეცვალა ასე არ ვიცი
&
27 მაისი 2024 21:09
5
ბარსა გახდა უმადურების გუნდი. ლეგენდების არ დაფასება, ეს უკვე ნამეტანია!
გია
27 მაისი 2024 14:51
0
სანამ, დეგენერატი მაფიოზა ლაპორტა იქნება ბარსა პრეზიდენტი, ბარსა სულ ასეთ დღეში იქნება! ფლიკისაც მოისვრის ეს არამზადა.
ასეა!
27 მაისი 2024 14:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული