"დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე, დი ლორენცოს "ნაპოლიდან" წასვლა სურს" - ჯოვანის აგენტი

AutoSharing Option
"ნაპოლის" კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" დატოვებს. ამის შესახებ "პარტენოპეის" განაპირა მცველის აგენტმა ისაუბრა.

"ის თავდაჯერებას ვერ გრძნობს. ასე რომ, დიახ, ჯოვანის "ნაპოლის" დატოვება სურს. ამის შესახებ დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე. მან მითხრა, რომ წასვლაში ხელს არ შეგვიშლის, თუმცა ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ შესაბამის წინადადებას მიიღებს", - განაცხადა მარიო ჯუფრედიმ TV PLAY-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გუშინ "ნაპოლის" კაპიტანს გუნდის გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს, რამაც იტალიელის გაღიზიანება გამოიწვია.

altმერეტი: "ნაპოლის" ფანები დი ლორენცოს უსამართლოდ მოექცნენ

მკითხველის კომენტარები / 10 /
დაახლოებით ერთი თვის წინ იმავე დი ლორენცოს აგენტი გუნდიდან წასვლის სხვა მსურველებს აკრიტიკებდა და იქადნიდა - მე და ჯიო არსად ვართ წამსვლელებიო. მაშინვე დავწერე - ისე არ მოხდეს პირველი შენი კაპიტანი გაიქცეს გუნდიდანთო და ასე აგიხდა ყოველივე კარგი:)
soc.press
27 მაისი 2024 15:36
4
კი სოსო, მართებულად ციტირებ. სწორედ ასეთი იყო კონტექსტი:)
soc.press
27 მაისი 2024 20:43
0
მშიშარა იქნება,ვინც გუნდიდან წასვლას მოინდომებსო,არა?მეც მახსოვს.
სოსო
27 მაისი 2024 19:14
0
ყველა გამოხმაურება
გაუჭირდება ამ გუნდის დატოვება კვარას არაადეკვატურია ლაურიენტისი
bd
27 მაისი 2024 15:08
3
სოცპრესს.რა თქმა უნდა ეიფორიაც შეიძლება იყოს,მაგრამ ეგ ტრანსფერი,ერთ და ორ დღეში არ გაკეთებულა,რომ ის ეიფორიაც თავსდამტყდარი და მოულოდნელი სიხარულის შდეგი ყოფილიყო.ეგეც არ იყოს,რუბინთან კონტრაქტიც,მხოლოდ ხანგრძლივობაზე იყო გათვლილი და ხვიჩასთვის გარანტირებული სამუშაოს შოვნას უფრო ჰგავდა,ვიდრე სრულფასოვან კონტრაქტს.იქიდან თავის დაღწევაც,მუდმივად ზრდადი გამოსასყიდის გამო ფერხდებოდა და ზუსტად იგივე შეცდომები გაიმეორრა,ნაპოლისთანაც.ახლაც,განახლებული კონტრაქტის პირობებშიც,ისევ ისე ჩანს,რომ დე ლაურენტისის ინტერესებს უფრო ითვალისწინებს.თავიდან სულ ვიცავდი ხოლმე ჯუღელს,ოჯახი ენდობა მეთქი,მაგრამ თვითონ არ გვაძლევს ნდობის და მოწონების საბაბს.ასეა თუ ისე,ფაქტია,რომ შეცდომებს უშვებს და ამით ხვიჩა, სერიოზულზე სერიოზულად ზარალდება.უფრო კვალიფიციური აგენტი სჭირდება.რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა,თუ ქართველი იქნება ხვიჩას აგენტი,მისი ჰონორარიც ხომ საქართველოში შემოვიდოდა,მაგრამ მთავარი მაინც კვარას ინტერესებია.
სოსო
28 მაისი 2024 01:04
0
სოსო, ჩემს რეპლიკას კრიტიკოსიც უხვად ეყოლება, თუმცა მე არგუმენტებით საუბარი მიყვარს. საქმე იმაშია, რომ წინდახედულობა დააკლდა ჯუღელს. შესაძლოა ეს ეიფორიის ბრალიც იყო, რომელიც ამ დონის კლუბში მისი კლიენტის გადასვლით იყო გამოწვეული. თუმცა მართლა ვერ გამიგია, როგორ შეიძლება ადექვატურ ადამიანს გამოსასყიდი თანხა არ აესახა ხელშეჯრულებაში! თეორიულად ხომ მაინც უნდა დაუშვა ის, რომ შენი კლიენტი შესაძლოა სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდეს (რაც მოხდა კიდეც) საკუთარ თავს ხომ უნდა ჰკითხო - "რა ხდება ასეთ შემთხვევაში" და როცა სათანადო პასუხს გასცემ ამ კითხვას, იგივე კითხვა ხომ კლუბის პრეზიდენტსაც უნდა დაუსვა, ან თუნდაც ორმაგი დუბლის შესრულების შემთხვევაში (10 გოლს + 10 საგოლე გადაცემა). ვფიქრობ ასეთი დაშვებები რომ გაკეთებულიყო და მსგავს კითხვებზე პასუხი კონტრაქტის შესაბამის პუნქტებად ასახულიყო, დღეს კვარაცხელია როგორც მინიმუმ უკმაყოფილო არ იქნებოდა, რაც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახებოდა და თამაშის ხარისხის ერთი ორად მაღალი ექნებოდა. თუ ჯუღელის პირად ფანებს ჩემი ანალიზი გულს გწყვეტთ - მე მაპატიეთ, მაგრამ ხანდახან მწარე რეალობისთვის თვალის გასწორებაც უნდა შეგვეძლოს! პატივისცემით...
soc.press
27 მაისი 2024 20:54
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული