"სად იყო შევჩენკო ომის პირველ ოთხ თვეს?" - ყოფილ უკრაინელ ფეხბურთელს ანდრეის პატრიოტიზმში ეჭვი ეპარება

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ ალიევმა, რომელიც ახლა სამხედრო მოსამსახურეა, "იუთუბის" არხზე, გადაცემა BurBuzz-თან ინტერვიუში, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი შევჩენკო გააკრიტიკა.

-  როდესაც ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ოთხი თვე შევჩენკოს შესახებ საერთოდ არაფერი მსმენია. არ მსმენია და არ მინახავს. ოთხი თვის შემდეგ უკრაინაში ჩამოსვლა დაიწყო, როცა კიევში ეს რუსი ნაძირლები უკვე არ იყვნენ. აი, ესაა, რა არის აქ სასაუბრო? სამაგიეროდ, ჩვენ პატრიოტები ვართ. პატრიოტი ისაა, ვინც ავტომატს აიღებს და ბრძოლის ველზე მიდის, ეს კი, გულზე მჯიღის ცემა... ყოჩაღ,
ბიჭებისთვის ფულს აგროვებ. სად იყავი პირველ ოთხ თვეს, როდესაც კიევში ყველაფერი ქუხდა?

Sportall.Ge

- შევჩენკო შეიძლება სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლო საზღვარგარეთ ჩვენი ინტერესების დასაცავად იყოს, ვიდრე სადღაც სანგარში იჯდეს...
- მე არ მითქვამს მისთვის - მოიცადე. პირველი ოთხი თვის მანძილზე ის ხომ არაფერს არ წარმოადგენდა.

- ტელევიზიებში ხომ დადიოდა...
- რომლებში? მე პირველ ოთხ თვეზე ვლაპარაკობ. ჩვენთან, მთელ უკრაინაში, ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. თქვენ თავად ხედავდით, რაც ხდებოდა. ახლა რუსები კიევთან არ იმყოფებიან. მადლობა ღმერთს. კარგი იქნება, მთელი ქვეყნიდან გავიდნენ. სად იყო ეს ადამიანი? ვფიქრობ, რომა ზოზულიას კითხვა აქვს, რომელიც უკრაინას აქამდე ეხმარება. 2014 წლიდან ეხმარება ბიჭებს.

Sportall.Ge

- შენ რაიმე პირადი კონფლიქტი გაქვს შევჩენკოსთან?
- არა, საერთოდ. მე სიმართლე მიყვარს და მორჩა. თუ ეს მწვანეა, ე.ი. ეს მწვანეა; თუ ეს თეთრია, ე.ი. ეს თეთრია. თვალცრემლიანმა იარო და... თქვენ ხვდებით, ვისზეც და რაზეც ვამბობ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
უსამშობელოები თავს დაესხნენ ალიევს,ზოგმა გვარი დაუწუნა და ზოგმა ტრუხა მებრძოლობა შეტენა. გეგონება ტრუხა ალეკოს ტაშის ალიევი უკრავდეს,ეს ცალფაზიანი იდიოტები მართლა გასულები არიან. ზოგმა ისიც თქვა რო ფულს აგროვებდაო... ფული თუ არ ქონდა და იარაღი,დანებებოდა და ეთქვა უარი ნატოზე ან რა ფული,ზელენსკის ცოლი რო ნიუ-ორკში ხარჯავს იმ ფულს გულისხმობთ ხო? კი,ეგრე აგროვდებდა ფულს კეზერაც 2008 წელს,მიტომ გახდა მილიონერი და მიტომ გაფინანსებთ მისნაირ უსამშობლებს ახლა. საერთოდ არ მადარდებს არ ალიევი და არც უკრაინა,უბრალოდ არ მომეწონა გამოხმაურება და ადამიანების სიბეცე,თან ეს ადამიანები ქართველებად იწოდებიან. უკვე დგება დრო,როცა დასავლური კოლონიური მართველობა სრულდება და ხდება მათი აბარდაგება,მერე სად წახვალთ ან ვის შესჩივლებთ ეს უსამშობლო ცალფაზიანი იდიოტები. ცნობისთვის,საფრანგეთს ოფიციალური კოლონია აქვს 21 საუკუნეში,ახალ კალედონიას ვგულიხმობ და კიდევ რუსეთი ყოფილა დამპყრობელი. რუსეთი თავის თავს იცავს,ასე იყო ისტორიულად და ასე არის ახლა. თამარის დროს ტრაპიზონში გვილაშქრია,სირია სომხეთის ტერიტორიაზე და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე,თუმცა ეს იყო თავდაცვა და არა კოლონიური მართველობა.საქართველოს არ სურდა,არც სელჩუკები,არს რუმის სასულთნო მეზობლად და ამიტომაც ლაშქრობდა.მსგავსად იქცევა რუსეთიც,არ სურს კავკასიაში ნატო და თავს იცავს,ამიტომ აღიარა ორი რეგიონი. მათ გარეშე ჩვენ ნატოში შესვლა არ გვინდა,სანამ ეს ასეა,არც ნატო იქნება და არც გაერთიანება.ნატო=ამერიკას და ამაზე რატო არ საუბრობთ? რა უნდა ამერკას კავკასიაში ან ახლო აღმოსავლეთში?მთელი ევროპა და ატლანტკა,მთელი აზია და წყნარი ოკეანე აშორებს ამ რეგიონიდან,ქართველების სიყვარულით ან ავღანელების ბედით არიან შეწუხებულები? ამიტომ ხართ უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები და დღეს ოფიციალურად გაგაფორმებთ რეესტში,მერე თქვენი სინსილა არ გაიშვას გარეთ,თქვე მოღალატეებო და აგენტებო.
იასონას უდარი
07:01 28-05-2024
37
რაც არ უნდა წეროს ქოცნახირმა, შევჩენკოს ფეხებსაც ვერ მოსჭამთ. ფეხბურთელიც იყო უმაღლესი დონის და პატრიოტიც არის დიდი.ნუ კალიაძეს რომ არაფრად აგდებს, ალბათ ისევ ჩვენი ბიუჯეტის ვირთხის ბრალია.
Walter White
09:16 28-05-2024
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული