ცნობილია, რა თანხას მიიღებს კონტე, თუ მომავალ სეზონში "ნაპოლის" გააჩემპიონებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მომდენო სეზონში, დიდი ალბათობით, ანტონიო კონტე გაწვრთნის. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები პირადი კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ.

Football Italia-ს ცნობით, კონტე "პარტენოპეისთან" 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ასევე, იტალიელი სპეციალისტი საიმიჯო უფლებებს თავად განკარგავს.

მხარეები ახლა კომპენსაციის თანხაზე მსჯელობენ, იმ შემთხვევაში, თუკი დე ლაურენტისი მის ვადაზე ადრე დათხოვნას განიზრახავს.

კიდევ ერთი იტალიური გამოცემის, La Repubblica-ს ინფორმაციით, "ნაპოლი" კონტეს ხელფასის სახით წელიწადში 9 მილიონ ევროს გადაუხდის და თუ "პარტენოპეი" მომდევნო სეზონში სკუდეტოს მოგებას მოახერხებს, იტალიელი სპეციალისტი ბონუსად მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, კონტე სხვადასხვა
დროს სერია A-სა და პრემიერლიგის კლუბებს წვრთნიდა, 2 წლის განმავლობაში კი იტალიის ნაკრებს თავკაცობდა. ანტონიომ სამწვრთნელო კარიერაში ჯამში 8 ტიტულის მოგება მოახერხა.

altკონტე "ნაპოლისთან" ბოლო დეტალებს ათანხმებს - იტალიელმა "პარტენოპეის" ამ ფეხბურთელის შეძენა სთხოვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნორმალური მწვრთნელისთვის არ ენანება 9 მილიონის გადახდა და კარგ ფეხბურთელს 5მილიონს ვერ იმეტებს.. მაგარი სომეხი ვაჭარია ეს ლავრენტა. კვარა სიტის დააკვდებოდა ან ბავარიას
რონი
17:25 28-05-2024
0
ვერ უშველის კონტე ნაპოლის, სანამ დე ლაურენტისია კლუბის მფლობელი, მუდამ არასტაბილური მდგომარეობა იქნება, ხვიჩას ვუსურვებ სხვა დიდ კლუბში გადასვლას.
სააკაძე
12:20 28-05-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული