შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა

AutoSharing Option
azerisport.com-ის ინფორმაციით, ვლადიმირ ვაისი აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ გახდება.

საქართველოს ნაკრების ყოფილი და ბრატისლავის "სლოვანის" ამჟამინდელი თავკაცი ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდა, თუმცა უცნობი მიზეზით შეთანხმება არ შედგა.

აზერბაიჯანელებს სლოვაკის დანიშვნა რამდენიმე მიზეზით სურდათ. მან რუსული ენა იცის, ნაკრებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და პლუს, მათ მენტალიტეტს ადვილად მოერგებოდა, თუმცა ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი უთხრა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფული და სწორი მიდგომა რო წყვეტდეს მაშინ სკანდინავიის ქვეყნები,ან არაბები იქნებოდნენ ყველაზე მაგრები,ან ა.შ.შ.
მაგრამ რაც არ უნდა მიუდგე არის კიდევ რაღაც გენეტიკური მომენტი.
შეიძლება ფული არ გქონდეს მაგრამ წალენჯიხაში და ზუგდიდში კიდევ დაიბადება ახალი კვარაცხელია თუ მურთაზ ხურცილავა,ან ქუთაისში რამაზ შენგელია და ნახალოვკა კიდევ გაზრდის ჩივაძეს თუ ნემსაძეს,ისევე როგორც რუსთავში გამოოჩეკება ახალი ცხადაძე,ჯამარაული თუ კიტეიშვილი.
ეგაა გენეტიკური მომენტი.
Levani
29 მაისი 2024 01:35
2
არაბებმა ეხლა მოკიდეს ფეხბურთს ხელი და აცადეთ ერთი ათი წელი და ვნახოთ. საკლუბო გუნდები კი ალბათ ეხლაც გააფარჩაკებენ ნებისმიერ ჩვენს გუნდს.ფინანსები აუცილებელია ბაზების და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დიდი თანხები ჭირდება აღდგენით პროცედურებს დღევანდელი ფეხბურთი არაა პირველი მერცხლის დროინდელის მსგავსი.
სსს
29 მაისი 2024 10:01
0
10000 % ამ კომენატარის სისწორეში, უბრალოდ გენეტიკა ვერაფერს იზამს თუ არ დაემატა შრომა და პირობები რომლშიც წინა ორს ექნება განვითარების საშუალება. წარმომიდგენია საქართველო რომ ზოგიერთ თუნაც ჩვენი მეზობლებთან მოახლოებული მოსახლეობის რაოდენობა გვქონდეს ერთ ერთი წამყვანი მსოფლიო ვიქნეობით ფეხბურთში
სიმართლე
29 მაისი 2024 09:31
0
ფულის გამო თუ წავიდოდა თორე ისე უაზრობაა…ნაკრები უსუსტესი ყავს ჩვენს მეზობლებს.გუნდები კი ბატონო დონეა…სადაც არის ეხლა ვაისი მშვენივრად არის რატომ უნდა წავიდეს
შახრუდინი
28 მაისი 2024 21:14
2
გინდა გვარდიოლა მიიყვანონ ამ საქმიდან არაფერი გამოვა.diqqәtiniz üçün tәşәkkürlәr
ვაისი ხო არ ითამაშებს
28 მაისი 2024 14:46
5
ვეთანხმები სოსო-ს დღევანდელ ფეხბურთში ფული თითქმის ყველაფერს წყვეტს, შეუძლიათ გააკეთონ ძლიერი აკადემიები, აღზარდონ ახალი თაობა. გარდა ამისა შეუძლიათ მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებიდან მოახდინონ იმათი ნატურალიზება ვინც ადგილობრივ ნაკრებებში ვერ ხვდებიან კონკურენციის გამო. დღეის მდგომარეობით მათი კლუბები ქართულ კლუბებს აღემატებიან.
სსს
28 მაისი 2024 16:30
5
ძიუდოშიც ასე გვეგონა და აგერ,რა შედეგები აქვთ.ფულიც ბევრი აქვთ და ახალგაზრდობაც.კლუბები რაღაც შედეგებს უკვე აჩვენებენ,მათ გვერდით კი,ადგილობრივებიც თანდათან დაწინაურდებიან.უცხოელი სპეციალისტები აკადემიებსაც გაუმართავენ და რამდენიმე წელში,უკვე იქიდან მიიღებენ შევსებას.
სოსო
28 მაისი 2024 15:01
4
აზერბაიჯანის ნაკრებში ვისთან იმუშავებდა?
Futbolçular yoxdur.
რეალობა
28 მაისი 2024 13:31
5
რათა? რითვინა? რიი გულითვინა?
N
28 მაისი 2024 13:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული