შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა

AutoSharing Option
azerisport.com-ის ინფორმაციით, ვლადიმირ ვაისი აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ გახდება.

საქართველოს ნაკრების ყოფილი და ბრატისლავის "სლოვანის" ამჟამინდელი თავკაცი ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდა, თუმცა უცნობი მიზეზით შეთანხმება არ შედგა.

აზერბაიჯანელებს სლოვაკის დანიშვნა რამდენიმე მიზეზით სურდათ. მან რუსული ენა იცის, ნაკრებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და პლუს, მათ მენტალიტეტს ადვილად მოერგებოდა, თუმცა ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი უთხრა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფული და სწორი მიდგომა რო წყვეტდეს მაშინ სკანდინავიის ქვეყნები,ან არაბები იქნებოდნენ ყველაზე მაგრები,ან ა.შ.შ.
მაგრამ რაც არ უნდა მიუდგე არის კიდევ რაღაც გენეტიკური მომენტი.
შეიძლება ფული არ გქონდეს მაგრამ წალენჯიხაში და ზუგდიდში კიდევ დაიბადება ახალი კვარაცხელია თუ მურთაზ ხურცილავა,ან ქუთაისში რამაზ შენგელია და ნახალოვკა კიდევ გაზრდის ჩივაძეს თუ ნემსაძეს,ისევე როგორც რუსთავში გამოოჩეკება ახალი ცხადაძე,ჯამარაული თუ კიტეიშვილი.
ეგაა გენეტიკური მომენტი.
Levani
01:35 29-05-2024
2
ფულის გამო თუ წავიდოდა თორე ისე უაზრობაა…ნაკრები უსუსტესი ყავს ჩვენს მეზობლებს.გუნდები კი ბატონო დონეა…სადაც არის ეხლა ვაისი მშვენივრად არის რატომ უნდა წავიდეს
შახრუდინი
21:14 28-05-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული