"მოღალატეს წარმატება მიულოცა" - უკრაინაში ვორონინის ქმედებამ კრიტიკა გამოიწვია, ორდეცი სამშობლოში ომის დროს მოსკოვში მხიარულობდა [PHOTOS]

AutoSharing Option
ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი ვორონინის ქმედებამ მის სამშობლოში დიდი კრიტიკა გამოიწვია.

მან თავის მეგობარ ივან ორედცს, რომელიც ამჟამად გერმანული "ბოხუმის" ღირსებას იცავს, ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება მიულოცა.

"შენ ეს შეძელი", - დაწერა ვორონინმა სოციალურ ქსელში და ორდეცის სიხარულის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

Sport.ua ამ ამბავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ლივერპულის", "ლევერკუზენისა" და სხვა გუნდების ყოფილმა შემტევმა ეს წარმატება ქვეყნის მოღალატეს მიულოცა და 31 წლის უკანახაზელი სწორედ ასე მოიხსენია. 

ორდეცი 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, მოსკოვის "დინამოს" ღირსებას
იცავდა. მას ამის შემდეგ რუსულ გუნდის ფორმა ოფიციალურ მატჩში აღარ ჩაუცვამს, მაგრამ 5 თვის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, "დინამოს" სიაში კვლავ შეყვანილი გახლდათ.

უკრაინულ მედიაში 2022 წელს ფოტოც გავრცელდა, თუ როგორ მხიარულობს ორდეცი "დინამოს" კორპორატიულ ღონისძიებაზე მოსკოვში, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ იმართება, ამ დროს კი მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობდა. 

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 30 მაისს საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის ქორწილი გაიმართა. უკრაინულ მედიას არც მაშინ გამორჩენია, რომ წიტაიშვილის ქორწილში ორდეციც იმყოფებოდა და ის ჩვენებურის მეგობარი გახლავთ. 

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
უკრაინელები რუსებზე ნაკლები ნაცისტები ნამდვილად არ არიან...
ისე რომ გავიხსენოთ ვინმე ალადაშვილი რავი ფეხბურთელად ვერ აღვიქვამ მაგას რუსეთში თამაშობდა,ასევე იქ იყვნენ ცხადაძე,შელია,დემეტრაძე,ჯანაშია,კობიაშვილი,ნემსაძე,სირაძე,ამისულა,აშვეთია,რევიდვილი,გრიშიკაშვილი,მარცვალაძე,ჯამარაულიმწვრთნელად აქ ნამუშევარი ქეცბას,რომ აღარაფერი ვთქვათ ტაბიძე,გაგნიძე,საზანოვი და რათქმა უნდა კვარაცხელია,მოღალატეები არიან?!მაშინ არ გახსოვდათ ოკუპირებული ტერიტორიები ტაშს რო უკრავდით ამ ხალხს?!რუსეთი მტერი როა ეხლა გაიგეთ?!ამ ფაშისტი უკრაინელებს რას მიაკვდით?წადით და ჩაყევით სამარეში...
Kvekeskiri
19:57 29-05-2024
11
ესაა ნაციზმი ურაპატრიტიზმი..ჩვენთანაც ბევრი გიჟია
გიო
17:51 29-05-2024
12
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული