"მოღალატეს წარმატება მიულოცა" - უკრაინაში ვორონინის ქმედებამ კრიტიკა გამოიწვია, ორდეცი სამშობლოში ომის დროს მოსკოვში მხიარულობდა [PHOTOS]

AutoSharing Option
ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი ვორონინის ქმედებამ მის სამშობლოში დიდი კრიტიკა გამოიწვია.

მან თავის მეგობარ ივან ორედცს, რომელიც ამჟამად გერმანული "ბოხუმის" ღირსებას იცავს, ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება მიულოცა.

"შენ ეს შეძელი", - დაწერა ვორონინმა სოციალურ ქსელში და ორდეცის სიხარულის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

Sport.ua ამ ამბავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ლივერპულის", "ლევერკუზენისა" და სხვა გუნდების ყოფილმა შემტევმა ეს წარმატება ქვეყნის მოღალატეს მიულოცა და 31 წლის უკანახაზელი სწორედ ასე მოიხსენია. 

ორდეცი 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, მოსკოვის "დინამოს" ღირსებას
იცავდა. მას ამის შემდეგ რუსულ გუნდის ფორმა ოფიციალურ მატჩში აღარ ჩაუცვამს, მაგრამ 5 თვის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, "დინამოს" სიაში კვლავ შეყვანილი გახლდათ.

უკრაინულ მედიაში 2022 წელს ფოტოც გავრცელდა, თუ როგორ მხიარულობს ორდეცი "დინამოს" კორპორატიულ ღონისძიებაზე მოსკოვში, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ იმართება, ამ დროს კი მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობდა. 

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 30 მაისს საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის ქორწილი გაიმართა. უკრაინულ მედიას არც მაშინ გამორჩენია, რომ წიტაიშვილის ქორწილში ორდეციც იმყოფებოდა და ის ჩვენებურის მეგობარი გახლავთ. 

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
უკრაინელები რუსებზე ნაკლები ნაცისტები ნამდვილად არ არიან...
ისე რომ გავიხსენოთ ვინმე ალადაშვილი რავი ფეხბურთელად ვერ აღვიქვამ მაგას რუსეთში თამაშობდა,ასევე იქ იყვნენ ცხადაძე,შელია,დემეტრაძე,ჯანაშია,კობიაშვილი,ნემსაძე,სირაძე,ამისულა,აშვეთია,რევიდვილი,გრიშიკაშვილი,მარცვალაძე,ჯამარაულიმწვრთნელად აქ ნამუშევარი ქეცბას,რომ აღარაფერი ვთქვათ ტაბიძე,გაგნიძე,საზანოვი და რათქმა უნდა კვარაცხელია,მოღალატეები არიან?!მაშინ არ გახსოვდათ ოკუპირებული ტერიტორიები ტაშს რო უკრავდით ამ ხალხს?!რუსეთი მტერი როა ეხლა გაიგეთ?!ამ ფაშისტი უკრაინელებს რას მიაკვდით?წადით და ჩაყევით სამარეში...
Kvekeskiri
29 მაისი 2024 19:57
11
მარტო ქართველები ვართ უფრთო ანგელოზები, გარშემო სულ ნაცისტები არიან და ვერ ხვდებიან :)))
ანტიფაშისტი
30 მაისი 2024 06:59
0
არც ჩვენ ვართ სხვებზე ნაკლები შოვინისტები
სოსო
29 მაისი 2024 23:40
0
ესაა ნაციზმი ურაპატრიტიზმი..ჩვენთანაც ბევრი გიჟია
გიო
29 მაისი 2024 17:51
12
ჩვენ, ჩვენი "ქართველ ნაც მოღალატეებზე" ვიფიქროთ, თუ როგორ მოვიშოროთ ისტორიულ სანაგვეზე! ეგ უბედურები სხვას, რო მონას (ეხლა "იმიტომს" მაგივრად მონების დაძახებაა მოდაში) დაუძახებენ თავი არ გვაქვს მოსაკლავი? იმდენად ეჯავრებათ საქართველო და ქართველი ერი, რო ყველაფერზე მიდიან, რათა ასიამოვნონ უცხოელ პატრონებს რომლებიც ნამეტნავად "აღშფოთებულები და შეშფოთებულები" არიან ქართულ კანონზე! რატომ ნეტავ? ალბათ "იმიტომ"!
ასეა!
29 მაისი 2024 16:21
18
ოდესმე რომ ქვეყანის ინტერესს დააყენებთ უფრო მაღლა ვიდრე ნაც-ქოცურ ლავსთორის მერე ეშველება ამ ქვეყანას.
ასეა!-ს
29 მაისი 2024 17:48
1
დიდი ამბავი ბათუმის რესტორნები გაჭედილია უკრაინელებით რომლებიც რუსებთან ერთად ქეიფობენ.
სსს
29 მაისი 2024 16:20
5
გავა დრო და უკრაინელები და რუსები ისევ Ძმებად დარᲩებიან, Ჩვენ გავუფრᲗხილდეᲗ ერთმანეთს ᲨუაᲨი არ გავისრისოᲗ
გიუშა
29 მაისი 2024 15:49
14
ზურა-ს ვოლინის ტრაგედიის დროს უკრაინელებმა ათიათასობით პოლონელი გაჟლიტეს არ დაინდეს არც ქალი და არც ბავშვი მაგრამ დღეს ძმები არიან.
სსს
29 მაისი 2024 19:48
2
ამ საუკუნეში არავითარი ძმობა არ ექნებათ, და ალბათ მერეც.
ზურა
29 მაისი 2024 16:03
7
იაროსლავ რაკიცკი,კონფლიქტის პერიოდში,რუსეთში გადავიდა და მოღალატედაც დაასახელეს.მერე კვლავ დაბრუნდა და როგორ შეხვდნენ არ ვიცი,მაგრამ ორიოდე დღის წინ,საკუთარი ფულით იარაღი და საბრძოლო მანქანა იყიდა,უკრაინის არმიისათვის.დღეს ის პატრიოტი გმირია!
სოსო
29 მაისი 2024 13:08
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული