სისტემატური ღალატი და მეძავების მომსახურება - ანამ მეუღლე ღალატში ამხილა

AutoSharing Option
"შახტარისა" და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელის, ალექსანდრ ზუბკოვის მეუღლემ, ანა ზუბკოვამ, თავისი ქმარი ღალატში ამხილა და ამის დამადასტურებელი "სქრინები" სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მან საჯაროდ გაავრცელა თავისი მეუღლის მიმოწერის სურათები სხვა ქალებთან; ასევე, ბრაუზერის ისტორია მის ტელეფონზე, სადაც ზუბკოვი, სავარაუდოდ, დაინტერესებული იყო კიევში მეძავების მომსახურებით.

ის ამტკიცებს, რომ ფეხბურთელმა მისი ღალატი მას მერე დაიწყო, რაც ის და მისი შვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ წავიდნენ.

"ზღაპარი ერთგული ქმრების არსებობის შესახებ მხოლოდ ზღაპარი აღმოჩნდა. შემთხვევით გავიგე", - დაწერა მან სოციალურ
ქსელში.

ანამ სხვა ქალებს ურჩია, ყოველთვის ჰქონდეთ ფინანსური გათვლა, რათა ნებისმიერ უსიამოვნო სიტუაციაში შეძლონ საკუთარი თავის და შვილების უზრუნველყოფა. და ასევე დადონ საქორწინო კონტრაქტი.

ინფორმაციისთვის, ზუბკოვამ უკრაინის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ სკანდალური განცხადებაც გააკეთა, რაც მას ამპარტავნობაში ჩაუთვალეს, თუმცა ეს დიდად არ ანაღვლებს.

"ვერ ვიცხოვრებდი ისეთ კაცთან, რომელიც დიდ ფულს არ გამოიმუშავებს. რა ხელფასი იქნება ნორმალური ჩემი საყვარელი მამაკაცისთვის? - მინიმუმ 10 000 ევრო.

თვეში ჩემს თავს 3000 ევროს მაინც ვახარჯებ. ძვირადღირებულს ჩემთვის არაფერს ვყიდულობ, ამ ყველაფრით ქმარი მანებივრებს", - თქვა მაშინ ზუბკოვამ.

alt"ვერ ვიცხოვრებ ისეთ მამაკაცთან, რომელიც მინიმუმ ამ თანხას არ გამოიმუშავებს..." - მშვენიერი ანას თამამმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 15 /
თქვენი საიტი არ მოესწრო ამ ევროპის ჩემპიონატს... რა ჩიტობებს წერთ
კოლია
30 მაისი 2024 15:22
2
:)))
გოგია
30 მაისი 2024 16:54
3
თვითონ კია ჩვეულებრივი მეძავის ვიდზე :)
???
30 მაისი 2024 17:04
8
ჩვეულებრივი რატომ?!...
არაჩვეულებრივი!!!...
buba
30 მაისი 2024 18:31
0
არჯობია ტრეზეგე ჩამოიყვანეს იმაზე დაწეროთ!!
bd
30 მაისი 2024 14:09
2
შენმა მზემ, შენ კი არ გიღალატია შენი ქმრისთვის არა?
ქართველი.
30 მაისი 2024 13:31
5
ფუი, ბოზი
ქიტესა
30 მაისი 2024 13:50
5
ეს რომელია, კაცს 10 ათასი ევრო უნდა ქონდეს ხელფასი ისე მასთან ურთიერთობას ვერ დავიჭერო რომ თქვა? მგონი ეგ არის
@
30 მაისი 2024 16:41
1
რა “დიშოვკაა”? 10 000 ევრო ან დოლარი ამას ფული ჰგონია? 4 სულიან ოჯახზე 10000$ ად თავი ძლივს გაგვაქვს ამერიკაში!მარტო სინთლის,გაზის და ტელეფონების ფული 1000 $ მაქვს ფადასახდელი ყოველთვიურად,მორგიჯი 3000$,მანქანა და დაზღვევა 900$ და ასე …
ანა
30 მაისი 2024 18:17
36
10000 დოლარად თავი ძლივს გაგაქვს ამერიკაში? 10000 დოლარი ყველგან მშვენიერი თანხაა. წადი ბიძია დაიძინე, ეგ ზღაპრები მოუყევი შენნაირ ფულისტ ტიპებს
!
30 მაისი 2024 19:25
1
3000 დოლარიან იპოთეკას თუ იხდი, რა გაწუწუნებს, მშვენიერი სახლი გიყიდია. 10000 დოლარი, ამერიკაშიც კაი ფულია და საშუალო კლასია ფაქტიურად. შტატსაც გააჩნია. ნიუ-იორკში, კალიფორნიაში და მასაჩუსეტსში ხარჯებიც ბევრია, მაგრამ იქაც 10000 ნორმალური შემოსავალია. სხვაგან, მითუმეტეს კაი თანხაა.
ციციკორე
31 მაისი 2024 12:28
0
ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარი ზედმეტია.....
ნინი
31 მაისი 2024 08:35
0
გადაყვითლდა პრესა.
მაშო ბებო
01 ივნისი 2024 11:59
0
პასუხი ანას! 10000 დოლარი თვეში საზღვარგარეთ როცა ოჯახით ცხოვრობ მართლა არაფერია
Vasili
31 მაისი 2024 09:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული