კარპინას შემდეგ გუბერნიევიც - საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე მხარდაჭერა კიდევ ერთმა ცნობილმა რუსმა ადამიანმა გამოუცხადა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა სპორტულმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიევმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს უქომაგებს.

"ევრო 2024-ზე ჩემი ფავორიტები მეყოლება. მე საქართველოსა და სერბეთს ვუგულშემატკივრებ.

მინდა, რომ მათ წარმატებები ვუსურვო. ამ ნაკრებების კარგ ასპარეზობას ტაშით შევხვდები", - ციტირებს გუბერნიევს sovsport.

შეხსენებისთვის, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვალერი კარპინის მეუღლე დარია კარპინამ განაცხადა, რომ ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას უქომაგებს.

alt"ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას ვუქომაგებ" - რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის მეუღლემ სოციალურ ქსელში თავის ფავორიტებზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 31 /
რაღა გვიჭირს
gionat
01 ივნისი 2024 19:31
0
დაუკვირდით ვის უქომაგებს? სერბეთს და საქართველოს. და რა ნიშნით? ვთქვათ მოხიბლულია ქართული ფეხბურთით ოდითგანვე თავისი საშემსრულებლო არტისტიზმითა და იმპროვიზაციით, მაგრამ ამას ხომ ვერ ვიტყვით სერბულ ფეხბურთზე? გამოდის რომ პოლიტიკურად გულშემატკივრობს ორ მოძმე მართლმადიდებელ ერს, რომელთაც გუნდრუკს უკმევს კრემლი. რატომ არ გულშემატკივრობს მოძმე სლავებს უკრაინელებს, ისინიც ხომ ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ? ა, ომი აქვთ მაგათთან ხომ? ე. ი. გუბერნიევი პოლიტიკური ნიშნით არჩევს იმ ქვეყნებს, ვის გულშემატკივრობასაც აპირებს. მადლობა გუბერნიევ, ყელამდე ვართ თქვენი პატივისცემით. ჯობია, ისევ სერბეთს მიაწვე.
PP: დარწმუნებული ვარ, ევროპაზე ჩვენი ბიჭები მაგ სერბებზე ბევრად უკეთესად წარმოაჩენენ თავს.
ვიმსჯელოთ ლოგიკურად
01 ივნისი 2024 19:29
19
აი ვისაც გესიამოვნათ ამ ვინმე გუბერნიევის ქომაგობა ამაზე მეტ კარგს არ ექომაგოს თქვენთვის.თქვენ ყველას მონის ფსიქოლოგია გაქვთ,რომელთაც სიამოვნებთ პატრონის ქება.შეძახილმა ხე გაახმო,თავისი საქმე გააკეთა რუსულმა პროპაგანდამ.სადღაც 40 პროცენტი მტრად აღარ აღიქვავს რუსეთს.რა გეშველება საცოდავო საქართველოვ....
Master
01 ივნისი 2024 19:00
19
განსაკუთრებით პუტინი გვქომაგობს.იმდენი მაგის ჯიში ...
555
01 ივნისი 2024 18:00
15
და რა ხდება გენიოსო ლევან? (ეტყობა მიჩვეულია სტრიქონებს შორის კითხვას, ანალიტიკოსია). ადამიანია და აქვს თავისი სიმპატიები. შესაძლოა ვინმე ნაურუდანაც გვქომაგობდეს...
S.K.
01 ივნისი 2024 17:04
6
ქომაგს ერი და არეოვნება არ აქვს, ყველა მათგანი მადლობასა და პატივისცემას იმსახურებს.
ჟორა
01 ივნისი 2024 16:58
21
ვითომ რატომ არ აქვს ეროვნება? სად მოსმენილს ან საიდან დააბრეხვებთ ხოლმე ასეთ სისულელეებს?
დათო
01 ივნისი 2024 18:13
12
გვარიც რა სიმბოლური აქვს რუსეთის ზიზღით დაბრმავებულ ქართველს რომ უფრო დააბრმავებს
ჟორა
01 ივნისი 2024 16:35
12
ჯერ ერთი გუბერნიევი კეთილგანწყობილია საქართველის მიმართ, იქ რომ ხარ სულ არ ნიშნავს რომ პუტინს უნდა ეთაყვანებოდე, მეორეც, რუსეთის ნაკრების მხარდაჭერის ნაცვლად ჩვენ გვიჭერს მხარს და რატომ უნდა შევუშალოთ ხელი..:)
საბა
01 ივნისი 2024 16:34
20
რამდენ ქართველს აუჩუყდა გული რუსების სიკეთის შენხედვარეს და ჩვენი "ძმობა" გაახსენდა? )))))))))))))) ვაი თქვენს ხოზიაინს!
ხვიჩა
01 ივნისი 2024 16:19
19
ვერ ხვდებით, რა ხდება, ხო? გიხარიათ, არა? ((((((((((
levan
01 ივნისი 2024 15:53
15

სიახლეები პოპულარული