კარპინას შემდეგ გუბერნიევიც - საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე მხარდაჭერა კიდევ ერთმა ცნობილმა რუსმა ადამიანმა გამოუცხადა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა სპორტულმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიევმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს უქომაგებს.

"ევრო 2024-ზე ჩემი ფავორიტები მეყოლება. მე საქართველოსა და სერბეთს ვუგულშემატკივრებ.

მინდა, რომ მათ წარმატებები ვუსურვო. ამ ნაკრებების კარგ ასპარეზობას ტაშით შევხვდები", - ციტირებს გუბერნიევს sovsport.

შეხსენებისთვის, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვალერი კარპინის მეუღლე დარია კარპინამ განაცხადა, რომ ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას უქომაგებს.

alt"ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას ვუქომაგებ" - რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის მეუღლემ სოციალურ ქსელში თავის ფავორიტებზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 31 /
ძალიანაც კარგი ვინც საქართველოს უქომაგებს რუსი იქნბა თუ პაკისტანელი ყველას გაუმარჯოს რა მნიშვნელობა აქვს ვინ საიდან იქნება მთავარია საქართველოს უგულშემატკივროს.მთავარია საქართველო საქართველო და კვლავ საქართველო.ზოგზოგიერთი დემაგოგიას მოეშვით.ნუ წაიღეთ ტვინი თქვენი ვითომ პოლიტიკოსობით.
ქომაგი
01 ივნისი 2024 15:28
22
კიდე კაი აბხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არავინ ცნობს და შესაბამისად ევროზეც ვერ გავა მათი ნაკრები
თორე ხო მაგათაც დაუჭერდა მხარს :)
კაი სასტავში კი ვიქნებოდით :)
როგორც ჩანს რუსეთის მოკავშირედ გვთვლის
d
01 ივნისი 2024 15:25
26
რეგიონს საქართველოს კანონმდებლობით ქვია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეული, სამაჩაბლო არის ხელოვნური სახელი, ეს ტერიტორია სადაც ახლა სამრეთ ოსეთია, ვახუშტის მიხედვით განაწილებული იყო შემდეგნაირად: დიდი და პატარა ლიახვის ხეობები მიეკუთვნებოდა ქართლს, დღევანდელი ახალგორის რაიონი მიეკუთვნებოდა ქსნის საერისთაოს, დღევანდელი ჯავის რაიონი კი მაღრან დვალეთს, კვაისა და მისი მიდამოები კუდაროს. მაგის შემდეგი აღწერა ფიქსირდება უკვე მეფის რუსეთის დროს სადაც ნახსენებია ტერმინი ოსეთი, ტუალის (დვალის) თემი.
სიმენონი
01 ივნისი 2024 20:15
0
სამხრეთ ოსეთი არა! ს ა მ ა ჩ ა ბ ლ ო ა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
d-s
01 ივნისი 2024 16:09
5
კიდე გრუზიას გვეძახიაან? ტერიტორიების დაბრუნებას ქომაგობეენ? საერთოდ რას წარმოადგენენ ესენი?
bd
01 ივნისი 2024 14:59
19
რაშისტების აზრები თქვენთვის დაიტოვეთ. ამათგან სულ ორი გვგულშემატკივრობდა მართლაც გულით (ერთი ახლახან გარდაიცვალა), დანარჩენები სსრკს და ,,სოლნეჩნაია გრუზიას" ნოსტალგიით.
რატი
01 ივნისი 2024 14:52
15
დიდი სამამულო ომი საბჭოთა კავშირმა დაუძახა მაგას და არა ქართველმა ერმა. იმ 300 000 ქართველიდან ნახევარი მაინც გადარჩებოდა რომ არა რუსების ენითაუწერელი სიძულვილი ადამიანის სიცოცხლის მიმართ.
ევროპაზე დიდი ფაშისტი შენი საყვარელი სტალინი (ასე მგონია) იყო და ზუსტად მისგან გადმოიღეს გერმანელებმა საკონცენტრაციო ბანაკები, ხოლო მე-2 მსოფლიო ომი გერმანელებთან ერთად ვინც დაიწყო თუ არ იცი, წიგნი მაინც წაიკითხე.
aburjga-s
01 ივნისი 2024 22:57
4
რატი,რაშისტობა თუ მიშისტობა გვერდზე გადადე,ადამიანში,უბრალოდ ადამიანი დაინახე და ყველაფერი დალაგდება.ერთია ქვეყნების ურთიერთობა და მეორე,ადამიანებს შორის ურთიერთობა."თუკი მე ძმობას გამიწევს,თათარიც ჩემი ძმა არის!"ძველი ნათქვამია და რაც იმ დროს,თათრებისაგან ცრემლი,სისხლი და სიმწარე გვახსოვდა,დღევანდელი რუსებისაგან მოყენებული,არაფრად მოგეჩვენება,მაგრამ მაშინდელ ქართველებს ესმოდათ,რომ კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე.კარგის პოვნა,ყველაზე უფრო ბოროტშიც შეიძლება და არც მზეა უხინჯო.მასაც აქვს,ლაქები.პროპაგანდამ,ყველაზე უფრო დემოკრატიული და განათლებული გერმანელი ერი,რამდენიმე წელიწადში,ფაშისტურ რაიხად გადააქცია,რუსეთი,რაშისტულ,უფრო კი ფაშისტურ რუსეთად და იქით მართლაც მოძმე უკრაინაც,მოსისხლე მტრად გაიხადა.დიდი ძალა აქვს პროპაგანდას და ადამიანს თუ სათანადო ცოდნა არ აქვს,ძალიან ადვილად წამოეგება პროპაგანდის ანკესზე.ნებისმიერი ადამიანი,რუსი იქნება,ქართველი,უკრაინელი და ნებისმიერი სხვა ეროვნებისა,თავისთავად შესაძლოა ძალიან კარგი ადამიანი იყოს და უმეტეს წილად ასეც არის,მაგრამ მოექცევიან პროპაგანდის გავლენის ქვეშ და ეს პროპაგანდა,გარწმუნებს,რომ თეთრი ,შავია,შავი,თეთრია,ხოლო წყალი,აღმა მიდის!გერმანელებს დღესაც რცხვენიათ,რომ ჰიტლერის პროპაგანდამ,ფაშისტებად გადააქცია და უამრავი საშინელება ჩაიდინეს,მაგრამ მაშინ სრულიად დარწმუნებულები იყვნენ,საკუთარ სიმართლეში და მიჰყვებოდნენ ფიურერს.ასევე იყო კომუნისტურ საბჭოთა კავშირში,პირველ წლებშიც.საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ახალგაზრდა კომუნისტები,თვალის დაუხამხამებლად ხვრეტდნენ,ე.წ.ვითომ ხალხის მტრებს,კომუნისტური პროპაგანდა რომ უწოდებდა ყველა საღად მოაზროვნე, უბრალოდ სასულიერო,ან თავადაზნაურთა წოდების ადამიანებს.ასე ხდება ხოლმე.ჯერ ყველაფერი სჯერათ,მერე,უკვე აღარ სჯერათ მაგრამ უკან დახევა,ან სხვა მხარეს წასვლა,აღარ შეუძლიათ,რადგან მერე უკვე სისტემა მათ გაანადგურებს.ასე იქმნება ტოტალიტარული სახელმწიფოები.ყველაფერი კი,პროპაგანდით იწყება.თითქოს უვნებელი პროპაგანდით,ბოლოს კაციჭამიად რომ გაქცევს.ახალგაზრდებს გულწრფელად სჯერათ და მისდევენ,უფრო უფროსებს,ვისაც ესმის რა ხდება,ათას კლიშეს დაჰკიდებენ და ყველა ცოდვას დააბრალებენ,რომ ახალგაზრდებმა მათ არ მოუსმინონ,მათში ყველაზე ავტორიტეტიანებს კი,უბრალოდ ფიზიკურად ანადგურებენ,რადგან სხვანაირად ვერ ერევიან.ასე მოჰკლეს ილია ჭავჭავაძე,მერაბ კოსტავა,ზურაბ ჭავჭავაძე,ზვიად გამსახურდია,გურამ შარაძე,ზურაბ ჟვანია,ნუგზარ საჯაია,ბადრი პატარკაციშვილი.სია ალბათ მომავალშიც გაგრძელდება,რადგან სიცრუეს შეჩერება არ შეუძლია.თუ შეჩერდა,თვითონ განადგურდება.დაახლოებით 40 წლის წინ,დაიწერა,ამერიკელებს შეეკითხნენ,საბჭოელები როგორ გამოიყურებიანო და ბევრმა თქვა,რუსებს მწვანე კანი აქვთო.წარმოგიდგენია რა ძალა აქვს აგიტაციას?თუმცა შესაძლოა ეგ არც იყო მართალი და მაგით საბჭოთა წყობილება,ჩვენს აგიტაციას ეწეოდა.თუმცა მაშინ მეცინებოდა ამერიკელებზე და გულწრფელად მეცოდებოდნენ,სადამდე მიიყვანეს მეთქი,ამდენი აგიტაციით.უკვე მეცხრე მთავრობის ხელში ვცხოვრბ,ბევრი მინახია,ბევრი წამიკითხავს და ბევრიც გამიგია.უფროსი თაობის მოტყუება და აყოლიება,ამიტომაც არის ძნელი,ამიტომაა,რომ აგიტატორები ყოველთვის ახალგაზრდებთან იჭერენ საქმეს,მათ ხომ იმდენი ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვთ და მოტყუებაც ადვილია.ალბერტ აინშტაინს აქვს ნათქვამი,"თურმე რა ნელა ვრცელდება ხმა,მამაჩემი 20 წლის ასაკში რომ მეუბნებოდა რაღაცას,მხოლოდ 40 წლის რომ შევსრულდი,მაშინ გავიგე,რას მეუბნებოდაო."
ალბათ შეამჩნევდი,რომ ვეცადე პოლიტიკურ სიმპათია ანტიპათიისათვის გვერდი ამევლო და შენც ასევე თუ მოიქცევი,ხელში შეგრჩება ორი რუსი ჟურნალისტი,რომელსაც ქართული ფეხბურთი ახსოვს,მოსწონს და შესაძლოა უყვარს კიდეც.ერთია პოლიტიკა და სულ სხვაა,ადამიანური ღირებულებები.აქ ყველა ქვეყნის მოქალაქე,დაახლოებით ერთნაირები ვართ.
სოსო
01 ივნისი 2024 18:34
5
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული