"არასდროს მიფიქრია, რომ "რეალიდან" წავსულიყავი, რადგან ამ შემთხვევაში რასისტები გაიმარჯვებენ. აქ ვრჩები, რათა რასისტებმა ჩემი სახე უფრო და უფრო ხშირად დაინახონ.
გამბედაობა არ მაკლია, "რეალში" ვთამაშობ და უამრავ ტიტულს ვიგებთ, ეს ბევრ ადამიანს არ მოსწონს", - განაცხადა ვინისიუსმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა შემტევმა "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩი გამართა, თავი კი 24 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.
"რასიზმზე ვინისიუსის ამდენი საუბარი გამაღიზიანებელია" - "ურალის" მცველმა "რეალის" შემტევზე ისაუბრა
ვინისიუსი: მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც რასისტებს სტადიონიდან პირდაპირ ციხეებში გადაიყვანენ