"ბარსელონა" ნიკო უილიამსის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
"ბარსელონა" ბილბაოს "ატლეტიკის" შემტევის, ნიკო უილიამსის შეძენას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას Diario sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბასკური კლუბი ახალგაზრდა გარემარბის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.

გამოცემის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" უილიამსის სატრანსფერო თანხის გადახდა ნაწილ-ნაწილ სურს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა "ატლეტიკი" გადახდის ამგვარ სტრუქტურას.

უილიამსმა გასულ სეზონში "ატლეტიკის" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 11 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან კარგი და პრესპექტიული ბიჭია ნიკო ვილიამსი. ბარსელონას სტილს წესით კარგად მოერგება
giorgi .kala
16:58 05-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული