"რეალი" მსაჯების ფავორიტი კლუბია... რატომ გავუშვი ხავი?" - რა განაცხადა ლაპორტამ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. 61 წლის საფეხბურთო ფუნქციონერის თქმით, მადრიდის "რეალს" მსაჯები ხშირად ეხმარებიან.

"რეალს" მსაჯები ხშირად ეხმარებიან, ამაში ახალი არაფერია. ჩვენ არასდროს მოგვისყიდია მსაჯები! "ბლანკოსი" კი მათი ფავორიტი კლუბია. ჩვენ ტექნიკური კომიტეტისგან მოვითხოვეთ კლასიკოში იამალის არჩათვლილი გოლის კადრები, მათ კი ის შეგნებულად არ მოგვცეს".

ლაპორტამ კომენტარი ხავის გათავისუფლებაზეც გააკეთა. მისი თქმით, ერნანდესის გათავისუფლებას არ აპირებდა, თუმცა ესპანელის ჟურნალისტებთან საუბარმა გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

"ხავი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ კლუბის სამომავლო გეგმებს იზიარებდა და წარმატების მიღწევის
სჯეროდა, თუმცა ჟურნალისტებს ახალი ხედვები და მოთხოვნები გააცნო. ამან დამარწმუნა, რომ გუნდს სიახლე სჭირდებოდა", - განაცხადა ლაპორტამ.

alt"ლაპორტა ხავიზე გაბრაზებულია" - ფაბრიციო რომანო დეტალებზე საუბრობს და ესპანელი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელებს ასახელებს

altლაპორტა ხავის გაუნაწყენდა და კლუბიდან უშვებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
სირცხვილია ბარსას პრეზიდენტი როა ეს ვითომ კაცი…ღირსება ნოლი
BOSS
21:18 06-06-2024
1
და ამ ბრძნული სიტყვებით თავისი უვარგისი სეზონი გადაფარა )))
მიდი ბიძია შენ სოფლის გუნდს მიხედე, შეეშვი დიდ ბიჭებს
მეგრელი
17:16 05-06-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული