კონტემ "ნაპოლი" ჩაიბარა

AutoSharing Option
2-წლიანი პაუზის შემდეგ ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონტემ "პარტენოპეისთან" 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ამის შესახებ "ნაპოლი" ოფიციალურ ინფორმაციას სულ მალე გაავრცელებს.

შეგახსენებთ, კონტე ბოლოს "ტოტენჰემს" წვრთნიდა, საიდანაც სეზონის შუაში არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს.

კონტე სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა, ანტონიო ხელფასის სახით სეზონში 8-დან 9 მილიონ ევრომდე (ბონუსების ჩათვლით) გამოიმუშავებს.

altდე ლაურენტისმა კონტესთან ისადილა - რა ითქვა კვარაცხელიაზე?

alt"ნაპოლის" პრეზიდენტი ახალ მწვრთნელს ტრანსფერებისთვის 250 მილიონს გამოუყოფს - კონტეს

სიაში ორი უკრაინელი ფეხბურთელია

alt"კონტემ კვარაცხელიასთან დაკავშირებით გეგმა გაამხილა - პსჟ-ის საშიშროება უნდა გამოირიცხოს" - იტალიური მედია

მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ ხვიჩა ნაპოლში დარჩება ერთადერთი კარგი არის ის რომ კონტე დაინიშნა,ამ ადამიანს 2 წლიანი პაუზა იმისთვის არ აუღია რომ ლავრენტას შეახოცინოს ხელი.რაც არ გააკეთა სპალეტიმ და თავს უშველა, მაგრამ გააკეთეს ლუჩიანოს შემდეგმა სამმა მწვრთნელებმა.
გიორგი
05 ივნისი 2024 19:18
1
ხვიჩა ხათრის გულისთვის არ უნდა დარჩეს, „ნაპოლიში“ სიტუაცია არ დალაგდება კარგა ხანი ლაურენტისის ხელში, ამას ვერც კონტე უშველის და ვერც ვერაკაცი.
გია
05 ივნისი 2024 19:03
3
ხვიჩამ მაინც უნდა დატოვოს ნაპოლი
სააკაძე
05 ივნისი 2024 17:59
2
კონტე ნაპოლიში, ხვიჩა პსჟ-ში. თუ ხვიჩამ ევროპაზე გაიბრწყინა, რაშიც დარწმუნებული ვარ, უეჭველი იყიდის არაბი, ტიპმა მესი და ნეიმარი იყიდა ბოლო-ბოლო.
q
05 ივნისი 2024 16:22
7
სოფლის გუნდი ეძახე და ჯერ დაითანხმა და 8 მილიონი $-ც კი დაუნიშნა საკმაოდ სახელიან მწვრთნელს, მილანმა კი საცოდავათ 2 მილიონიც ვერ გაიმეტა ვიღაც ჩინურ პატენტზე. ეს იმას ნიშნავს რომ ნაპოლი იტალიის დონეზე საკმაოდ ფულიანი გუნდია ჰა ჰა ინტერი-იუვე უსწრებდეს ოდნავ ფინანსებში აგერ ოსიმენს 10 მილიონი აქ კვარასაც უნდა გაუზარდოს ჟმოტმა 6-7 მილიონამდე თან კონტე გარანტიების გარეშე არსად არ მიდის როგორც ამბობენ 200 მილიონამდე გამოუყოფს ლავრენტა ტრასლნსფერებისთვის და გუნდი სკუდეტოსთვის აუცილებლად გაიწევს ამიტომ ვფიქრობ კვარასთვის ჯობია დარჩეს სერია ა-ში და არ დახარბდეს პსჟ-ს ოფერს ხვიჩა საფრანგეთში ლეავრისა და ბასტიას სარბენად არ მემეტება. გამოაკელით საფრანგეთის ჩემპიონატს პსჟ და თქვენ მიიღებთ ბელგია ჰოლანდიის ჩემპიონატის ოდნავ გაუმჯობესებულ ვერსიას. სერია ა კი მაინც ერთერთი ყველაზე პოპულარული და ძლიერი ლიგაა ვიდრე საფრანგეთის ლიგა ერთი. კი პსჟ თავის შეიხების მწვანეებით ჯობს ნაპოლის და ლიგაზე უფრო შორსაც გადის მაგრამ, სად შენ ჩემპიონატში რომ ხვდები აქეთ ინტერს მილანს იუვეს რომას ლაციოს და სად იქეთ მონაკო მარსელს კიდევ ჰა და ძირითადად ბასტიას აიაჩო ნიორის და გრენობლლის ჯაგა ზანგ მცველებთან მოუწევს სირბილი რომლებიც გაგიკვირდებათ და ხისტი ვარდნებით სერია ას გამოცდილ "ყასბებს" არც დაესიზმრებათ ისე იჩეხებიან.
M-33
05 ივნისი 2024 15:36
1
სწორადაა ყველაფერი ჩამოყალიბებული. ერთს დავამატებ რომ სერია ა მაინც ყველაზე მაგარი ლიგაა, რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ, მაგდენი ამბიციური გუნდი არცერთ ლიგაში არაა. უკვე ჩამოთვლილ გუნდებს დაუმატეთ ფიორენტინა, ატალანტა, ბოლონია, ტორინო და ნახავთ რამდელა კონკურენციაა, ზედა ათეულში ყველა გუნდს შეუძლია ნებისმიერ დროს მეორეს მოუგოს.
სიმენონი
05 ივნისი 2024 17:28
1
კონტე და დე ლაურენტისი!კონტეს შვებულება ძალიან გაუგრძელდა და ფორმაში ჩადგომა სჭირდება,დე ლაურენტისს კი,სახელიანი,კვალიფიციური მწვრთნელი.რამდენად შედგება მათი თანამშრომლობა?ორი ასე რადიკალურად განსხვავებული ხასიათის,მისწრაფებების და შეხედულებების ადამიანის დიდხანს ერთად გაჩერება ძნელი იქნება.ისე ჩანს,რომ ჯერჯერობით,მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა,მერე კი ვნახოთო.ალბათ ასე ფიქრობს,ორივე.ჩვენც ვნახოთ.მასთან მუშაობა,ხვიჩას ბევრს მისცემს,მაგრამ დე ლაურენტისის ხელში დარჩენა,ამ პერსპექტივას ყოველგვარ მომხიბვლელობას უკარგავს.ყოველ შემთხვევაში,მე ასე მგონია,ხვიჩას აგენტი კი,ჯუღელია.
სოსო
05 ივნისი 2024 14:47
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული