"კონტემ კვარაცხელიასთან დაკავშირებით გეგმა გაამხილა - პსჟ-ის საშიშროება უნდა გამოირიცხოს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
დღეს ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტეს "ნაპოლის" მწვრთნელად 5 ივნისს გამოაცხადებენ, არ გამოდგა სიმართლე. areanapoli-ს ცნობით, კონტე ოთხშაბათს ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, რომში შეხვდება და მოთხოვნებს წაუყენებს: სამწლიანი კონტრაქტი, პლუს ბონუსები, თავის საქმეებში ჩაურევლობა, ჯოვანი დი ლორენცოს და ხვიჩა კვარაცხელიას დატოვება, აგრეთვე, ცენტრალური მცველის, ნახევარმცველის და ვიქტორ ოსიმენის შემცვლელის შეძენა.

მას უნდა, გუნდი 3-4-3 ტაქტიკური სქემით ათამაშოს, მარიო რუის გასხვისებას, მის ნაცვლად კი "ლეჩეს" 19 წლის მცველის, პატრიკ დორგუს გადაბირებას აპირებს. ოსიმენის შემცვლელად ჯონათან დევიდის
(ლილი), არტიომ დოვბიკის (ჟირონა) და რომელუ ლუკაკუს (რომა) კანდიდატურებს განიხილავენ.

აღნიშნულია, რომ ანტონიოს სურს, ყველას დაანახოს, რისი გაკეთება შეუძლია, რასაც მთელი კარიერის მანძილზე ახერხებდა; დე ლაურენტისისგან სრულ კარტ-ბლანშს მოითხოვს და მალე ახალ "ნაპოლის" ვიხილავთ.

"ტუტოსპორტი" წერს, რომ კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კვარაცხელიას პოტენციურად მთელ მსოფლიოში საუკეთესო გარემარბად მიიჩნევს, ამ კვირაში ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ჯუღელს შეხვდება და ხელფასის 5.5 მილიონამდე გაზრდას შესთავაზებს, რათა პსჟ-ში ხვიჩას გადასვლის საშიშროება საბოლოოდ გამოირიცხოს. მანას სურვილია, ხელშეკრულებაში შევიდეს პუნქტი, რომლის მიხედვით, ქართველის გამოსასყიდი ფასი 150 მილიონი იქნება.

altმსურველები აღარ ჰყავს - ოსიმენი წინადადებას არაბული კლუბებისგან ელოდება

მკითხველის კომენტარები / 27 /
ოსიმჰენის შემცვლელად ყველაზე უკეთეს ვარიანტად "ლილის" ფეხბურთელი ჯონათან დევიდი მიმაჩნია. ისე, კვარაცხელიაში 150 მილიონი ევრო 2022-2023 წლის სეზონის ბოლოს რომ მოეთხოვა, კიდევ ლოგიკური იყო, ახლა გადაჭარბებულად მიმაჩნია. ევროპის ჩემპიონატს დაველოდოთ. თუ გერმანიაში თავს გამოიჩენს და ნაკრები მისი მაღალი კლასის თამაშის დამსახურებით ჯგუფიდან მაინც გავა, შესაძლოა, მაგ ნიშნულამდე მიაღწიოს კიდეც.
ზურა
12:55 04-06-2024
4
ჩემი აზრით გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ძალიან ბევრია და არ უნდა დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას. რეალურად რო შევაფასოთ ხვიჩა ერთერთი საუკეთესოა და ძალიან ვგულშემატკივრობ მაგრამ 150 მილიონი ჩემი აზრით დიდი თანხაა და არამგონია ამ ეტაპზე ვინმემ გადაიხადოს ამდენი ამიტომ თუ ნაპოლიში არ უნდა დავერება მაშინ არ უნდა დათანხმდეს მაგ პირობას.
გიორგი
12:18 04-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული