2-წლიანი პაუზის შემდეგ ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონტემ "პარტენოპეისთან" 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ამის შესახებ "ნაპოლი" ოფიციალურ ინფორმაციას სულ მალე გაავრცელებს.
შეგახსენებთ, კონტე ბოლოს "ტოტენჰემს" წვრთნიდა, საიდანაც სეზონის შუაში არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს.
კონტე სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა, ანტონიო ხელფასის სახით სეზონში 8-დან 9 მილიონ ევრომდე (ბონუსების ჩათვლით) გამოიმუშავებს.
13:47 05-06-2024
კონტემ "ნაპოლი" ჩაიბარა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თუ ხვიჩა ნაპოლში დარჩება ერთადერთი კარგი არის ის რომ კონტე დაინიშნა,ამ ადამიანს 2 წლიანი პაუზა იმისთვის არ აუღია რომ ლავრენტას შეახოცინოს ხელი.რაც არ გააკეთა სპალეტიმ და თავს უშველა, მაგრამ გააკეთეს ლუჩიანოს შემდეგმა სამმა მწვრთნელებმა.
6
1
ხვიჩა ხათრის გულისთვის არ უნდა დარჩეს, „ნაპოლიში“ სიტუაცია არ დალაგდება კარგა ხანი ლაურენტისის ხელში, ამას ვერც კონტე უშველის და ვერც ვერაკაცი.
10
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული