წყაროს ცნობით, იტალიელის გადაბირებით "რომა" ინტერესდება და "ჯალოროსიში" მისი ხილვის სურვილი პირადად რომაული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ გამოთქვა.
თავის მხრივ, ტრანსფერის წინააღმდეგი არც დე ლაურენტისია, "ნაპოლის" პრეზიდენტს პოლიტანოს სანაცვლოდ 12-დან 15 მილიონ ევრომდე სურს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიტანომ "პარტენოპეის" დატოვებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.
ცნობისთვის, მატეო "ნაპოლიში" ყოველწლიურად ხელფასის სახით 3.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
სპალეტიმ პოლიტანოს უგანა - ლუჩანომ იტალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა