შეყვარებულის დედამ საწოლში 5 მეძავთან ერთად შეუსწრო - ამის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, ტომპსონს პატიმრობა ემუქრება

AutoSharing Option
რუსული პრესის ინფორმაციით, 19 წლის ჩილელი ფორვარდი ჯორდი ტომპსონი, რომელიც "კოლო კოლოს" საკუთრებაა და გასულ სეზონში იჯარით "ორენბურგში" თამაშობდა, მორიგ უსიამოვნო ინციდენტში გაეხვა.

ის იჯარის გასვლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და კვლავ ძველ გუნდში დაიწყო ვარჯიში. ირკვევა, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელმა თავის მეგობარ გოგონა მარია ჟოზეფა ნუნიესს უღალატა და საწოლში 5 მეძავთან ერთად ნებივრობდა, რა დროსაც მისთვის უსიამოვნო ამბავი მოხდა.

ამ დროს მას ოთახში შეყვარებულის დედამ შემოუსწრო, ტომპსონმა ქალზე ფიზიკურად იძალადა, სიტუაციის გამოსწორება კი იქ მყოფმა ქალბატონის ქმარმა შეძლო.

ტომპსონის წინააღმდეგ ახლა
პოლიციაში საჩივარია შესული და მას პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ნოემბერში ფეხბურთელს ბრალად ყოფილ შეყვარებულზე ძალადობაც ედებოდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
Დააზუსტეთ გთხოვთ 5-ივე მეძავის შემდეგ კიდევ მე-6 ჯერ იძალადა შეყვარებულის დედაზე? ქალბატონის ქმარი შეყვარებულის მამა იყო პარალელურად თუ ერთ-ერთი მეძავის ქმარი გარეთ ელოდებოდა და შემთხვევით შეესწრო? Არ დაგვტოვოთ სპორტის მოყვარულები ინფორმაციულ ვაკუუმში.
Ვისტი
11:43 08-06-2024
3
მარიას დედას მიაჩნია, რომ მარია არის ჯორდის საცოლე.
ჯორდი კი მას მეექვსე მეძავედ მიიჩნევს.
იურიდიული კონსულტაცია
12:40 08-06-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული