ჩეხებს ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ ფეხბურთელი გამოაკლდათ - ის გასულ შეხვედრაში თავის ნაკრებს კაპიტნობდა

AutoSharing Option
ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია გვაუწყებს, რომ "ტვენტეს" 25 წლის ნახევარმცველმა მიხაელ სადილეკმა ტრავმა მიიღო, რის გამოც თავის ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება.

მათივე ინფორმაციით, იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც პარასკევს მალტასთან ამხანაგურ მატჩში ნახევარზე მეტი ითამაშეს, შაბათს ინდივიდუალური პროგრამა ჰქონდათ. სადილეკი ველოსიპედით სეირნობისას დაეცა და ფეხის არეში ჭრილობა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 7 ივნისს მალტასთან მოგებულ 7:1 შეხვედრაში სადილეკი გუნდის კაპიტანი გახლდათ. ჩეხთა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა განაცხადა, რომ ჯერ არ იციან, გამოიძახებენ თუ არა რომელიმე ფეხბურთელს სადილეკის ნაცვლად. 

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ნაკრები F ჯგუფში
საქართველოსთან, თურქეთთან და პორტუგალიასთან ერთად იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რაღა ეს სადილეკი დაემტვრათ ნაღდად ნახევრად ქართველია (სადილეკი ანუ მოსადილე ქართულ-ჩეხურად) და იქნება რამეში დაგხმარებოდა P
zura222
17:24 09-06-2024
13
ისე გაუხარდა ზოგ-ზოგიერთს, ჯერ ერთი თურქეთი ისედაც ფავორიტია ჩეხებთან და ჩვენთან და ვთქვათ დასუსტდა ეს გუნდი ჩვენთან თამაშისთვის, თურქეტისტვის არ დასუსტდა?
ლევანი
17:24 09-06-2024
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული